ხელვაჩაურის მერმა უნებართვოდ ფეშენებელური ვილა ააშენა

683

წინა სტატია

უკანონო მშენებლობა, ზღვის და მთის  ხედით – ხელვაჩაურის მინიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ ფეშენებელური მშენებლობა ისე დაიწყო, საამისოდ ნებართვა არ მოუთხოვია. როგორ ააგო სამი სართული ისე, რომ შვიდთვიანი უკანონო მშენებლობა ვერც ქალაქის მერიამ შენიშნა. რა არგუმენტი აქვს მუნიციპალიტეტის მერს და როგორია თვითმმართველობის პოზიცია, თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

ეს სამსართულიანი ფეშენებელური ვილა მახინჯაურში თამარ მეფის პირველ შესახვევში დგას. შენობის ყველა სართულიდან ზღვის ხედი იშლება. მესამე სართულზე არსებული ტერასიდან ზღვასთან ერთად, მთის პეიზაჟიც იშლება. ჯერ კიდევ მშენებარე ობიექტზე ახლა ფასადის მოპირკეთებითი სამუშაოები მიმდინარეობს. მილიონიანი ვილა ხელვაჩაურის მერს – ჯუმბერ ვარდმანიძეს ეკუთვნის.

მუნიციპალიტეტის მერმა მასშტაბური მშენებლობა ისე დაიწყო, ბათუმის მერიაში, ნებართვა არც კი მოუთხოვია. რატომ? დღეს, თანამდებობის პირი, რომლის დაქვემდებარებაშიც ასევე შედის სამსახური, რომელიც მშენებლობის ნებართვებს გასცემს, ამბობს, ახალი მშნეებლობის დაწყებამდე იქ ძველი სახლი იდგა, რომლის დემონტაჟიც მოახდინა.

ახალი მშენებლობით, ხელვაჩაურის მერს 220-ის ნაცვლად 480 კვადრატული მეტრი ფართის საცხოვრებელი ექნება. ცვლილებები არც ქონებრივ დეკლარაციაში აუსახავს.

ჯუმბერ ვარდმანიძე ამბობს, იგი მზადაა ფულადი სანქცია გადაიხადოს. მოქმედი მერი იმედოვნებს, რომ ბათუმის მერიისგან დემონტაჟის მოთხოვნას არ მიიღებს.