აქცია ხელვაჩაურში – ჯუმბერ ვარდმანიძემ მერიის ეზო თანამშრომლების დახმარებით დატოვა

419

წინა სტატია

ცოტა ხნის წინ ხმაური იყო ხელვაჩაურის მერიის შენობასთან, სადაც სოფელ ჯოჭოში მეწყრის შედეგად დაღუპული ოჯახის წევრები დილიდან იმყოფებოდნენ. ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში ჯუმბერ ვარდმანიძის კაბინეტში ისხდნენ და მერს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ. ასევე ითხოვდნენ, რომ დამდგარიყო ვარდამნიძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.

ჯუმბერ ვარდმანიძე კაბინეტიდან გავიდა, რასაც მოქალაქეების გაღიზიანება მოჰყვა. შემდეგ ვარდმანიძემ შენობაც დატოვა. მას ამაში მერიის თანამშრომლები ეხმარებოდნენ. ხელვაჩაურის მერმა საბოლოოდ შეძლო მანქანით ტერიტორიის დატოვება.

ამ წუთებში მერიასთან სასწრაფო დახმარების ბრიგადას ელოდებიან, შეუძლოდ გახდა ტრაგედიის დროს დაღუპული ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი. მოქალაქეების მერის შეჩერებას სხვადსხვა ფორმით ცდილობდნენ და მას ეზოში ჩაჰყვნენ. მანქანას გზაც გადაუღობეს.

ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე ბრალდებებს უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ პასუხიმგებლობას არ გაურბის.