გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი თვითიზოლაციაში იმყოფება.
“ვიყავი COVID19-ის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. ქვეყანაში არსებული რეგულაციების მიხედვით, 10 ოქტომბერს, დაუყოვნებლივ გადავედი თვითიზოლაციაში. რეკომენდაციის თანახმად და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ვრჩები სახლში 12 დღე. ასევე, გავიარე ტესტირებაც, რომელიც თვითიზოლაციის დასრულების შემდეგაც ჩამიტარდება. პირველადის მსგავსად, თუ განმეორებითი ტესტირების პასუხიც უარყოფითი აღმოჩნდება, დავუბრუნდები ჩემს ყოველდღიურობას. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობას რაც შეეხება, სამუშაო პროცესი მიმდინარეობს ყველა რეკომანდაციის დაცვით და ყოველდღიურად ხორციელდება შენობის დეზინფექცია”, – განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან” გორის მუნიციპალიტეტის მერმა.