დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ ოქროს უბნის მოსახლეობასთან ერთად, ფოცხვერაშვილის 14-ში მდებარე ყოფილი სპორტული მოედნის გაყიდვასთან დაკავშირებით აქცია გამართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატის პრესსამსახურიდან აცნობეს, დოლიძე ოქროს უბნის მოსახლეობასთან ერთად მწვანე სივრცის მოწყობას ითხოვს.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ტერიტორია შესაძლოა, გაიყიდოს. ოქროს უბნის მოსახლეობამ დახმარების თხოვნით მომმართა, რათა ხელი შევუშალოთ აღნიშნული ადგილის გასხვისებას.
ჩენი მოთხოვნაა, რომ ამ ტერიტორიაზე მოეწყოს პარკი. უბნის მაცხოვრებლები...
,,ევროპული საქართველოს” ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, არმაზ ახვლედიანი, პოლიტიკურ ოპონენტებს სატელევიზიო დებატებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
ახვლედიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მიიღოს ინფორმირებული არჩევანი და ყველა სხვა შემთხვევაში ეს არჩევნები ნაკლულად, არადემოკრატიულად და უსამართლოდ ჩაითვლება.
,,მოვუწოდებ ყველას, რომ უფრო მეტი პატივისცემა გამოვხატოთ ჩვენი ამომრჩევლის მიმართ და იმ ვითარებაში, როდესაც ასეთი რთულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ახლა მაინც შევძლოთ და მოვახერხოთ დებატები. უპირველესად, მე მივმართავ მთავარ კონკურენტებს, ,,ნაციონალური...
საპარლამენტო არჩევნებზე გადასატანი ყუთით სარგებლობის სურვილი ამ დროისთვის იზოლაციაში მყოფმა 900 მდე მოქალაქემ გამოთქვა.
ცესკო-ს ინფორმაციით სატელფონო ზარების გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ზოგიერთი ამომრჩევლი ვერ აკმაყოფილდა იმ კრიტერიუმებს, რომლებიც გადასატანი ყუთით სარგებლობისთვის გაიწერა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე კიდევ ერთხელ აფრთხილებს იზოლაციაში მყოფებს, რომ 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე მიმართონს ცესკო-ს საინფორმაციო ცენტრს და დროულად მოითხოვონ გადასატანი ყუთით მომსახურება.
„ცენტრალური საარჩევნო...
ქობულეთში ევროპული სტანდარტის ბულვარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სანაპიროს კეთილმოწყობა ორ ეტაპად ხორციელდება. პირველი ეტაპი დასრულდა.
პროექტის მიხედვით, სრულად კეთილმოეწყობა სანაპირო ზოლი. წესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაცია. დეკორატიული ფილებით ეწყობა სასეირნო და სავალი ნაწილი, გაშენდება მწვანე ზოლი, მონტაჟდება თანამედროვე ტიპის გარე განათების სისტემა.
მეორე ეტაპის სამუშაოები მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება.
ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს აჭარაში ჩანჩქერებზე თოკით დაშვება შეეძლებათ. კანიონინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა უჩხოს ხეობაში, 12 კასკადოვან ჩანჩქერზე მიმდინარეობს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, უკვე მოეწყო 22 სადგური, სადაც თავგადასავლების მოყვარულები უჩხოს კილომეტრნახევრიანი კანიონის დალაშქვრასა და ჩანჩქერებზე დაშვებას შეძლებენ. პროექტს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ევროკავშირის დაფინანსებითა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ანხორციელებს.
„უჩხოსწყლის...
"ევროპული საქართველოს" წევრი, გიგი უგულავა, ფიქრობს, რომ არჩევნების წინა კვირას მმართველი გუნდი ახალი ჩანაწერებისა და საქმეების გამოტანას შეეცდება, რათა ხალხის ყურადღება ძირითადი პრობლემებიდან გადაიტანოს.
"ოცნება" არჩევნებამდე ეცდება, ხალხის ყურადღება გადაიტანოს ისეთი მნიშვენლოვანი საკითხებიდან, როგორებიცაა ეკონომიკური კრიზისი, გაზრდილი კრიმინოგენული ვითარება, უკონტროლო ეპიდვითარება. საამისოდ მმართველი გუნდისგან ჩვენ ვიხილავთ დადგმულ სპექტაკლებს, გამოგონილ გადატრიალებებს, გადატრიალების ვითომ მომწყობებსა და ათას სისულელეს, რაც წინა არჩევნებზეც ვნახეთ....
ახალგაზრდების ხელშეწყობის კუთხით „ქართული ოცნებას“ 3 ძირითადი პრიორიტეტი აქვს. პირველი - შეიქმნას ჯანსაღი გარემო ახალგაზრდების განვითარებისთვის; უზრუნველყოფილი იყოს მაღალი ხარისხის განათლებაზე ხელმისაწვდომობა; შეიქმნას ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ ახალმა თაობებმა თავისი ნიჭისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზება შეძლონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„ახალგაზრდების ხელშეწყობის კუთხით „ქართული ოცნებას“ 3 ძირითადი...
წალკის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი "ოცნებიდან" სახელმწიფოს მიწების წართმევაში ადანაშაულებს. არმენ მიკირტიჩიანი ამტკიცებს, რომ დახმარებისთვის შესაბამის უწყებებს ბევრჯერ მიმართა, თუმცა, უშედეგოდ. იფორმაციას მთავარი ავრცელებს.
"წელიწადნახევარია ამ საკითხზე ვდაობთ ადვოკატთან ერთად, ყველა საჭირო სამინისტროსა და უწყებას მივმართეთ, თუმცა უშედეგოდ. სახელმწიფოს რეესტრიც მოუწოდებს, რომ მიწების გადანაწილებას გადახედოს", - ამბობს ადგილობრივი, გიორგი წითური.
"ოცნების" დეპუტატი არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე აქციებს აანონსებს - მას სოფლის მაცხოვრებლებიც...
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა ბათუმში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართეს. პარტიის პრემიერობის კანდიდატმა, გიორგი ვაშაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს გუნდი წარადგინა. ვაშაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი" არის გუნდი, რომელიც მზად არის უმძიმეს მდგომარეობაშიც ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა აიღოს.
„ბათუმი არის ადგილი, რომელმაც ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. აქ არის იუსტიციის სახლი, რომელიც 2011 წელს დიდი მუშაობის შედეგად გავხსენით, რომელმაც მოქალაქეზე ორიენტირებული სისტემის სრულიად ახალი სტანდარტი შექმნა...
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია,
აკისრია რა პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას,
მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმად თვლის 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, 2016 წლის საპარლამენტო, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მის მიერ გამოცემულ რეკომენდაციებს და
რეკომენდაციით მიმართავს:
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საჯარო...
სხდომის ოქმი N1 - 14.07.2020
სხდომის ოქმი N2 - 28.07.2020
სხდომის ოქმი N3 - 11.08.2020
სხდომის ოქმი N4 - 25.08.2020
სხდომის ოქმი N5 - 8.09.2020
სხდომის ოქმი N6 - 22.09.2020
სხდომის ოქმი N7 - 7.10.2020
საარჩევნო კლიპები:
https://www.youtube.com/playlist?list=PLICdcL_o5jRJTlxJz4VR7oDxDgY-BuRe7
საარჩევნო პლაკატები:
https://www.youtube.com/playlist?list=PLICdcL_o5jRJPn3alMlN3ErpbOqUP2Gy-
https://www.youtube.com/playlist?list=PLICdcL_o5jRKtrsQ-EYRyfezC0ZQgQc8q
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































