წალკის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი “ოცნებიდან” სახელმწიფოს მიწების წართმევაში ადანაშაულებს. არმენ მიკირტიჩიანი ამტკიცებს, რომ დახმარებისთვის შესაბამის უწყებებს ბევრჯერ მიმართა, თუმცა, უშედეგოდ. იფორმაციას მთავარი ავრცელებს.
“წელიწადნახევარია ამ საკითხზე ვდაობთ ადვოკატთან ერთად, ყველა საჭირო სამინისტროსა და უწყებას მივმართეთ, თუმცა უშედეგოდ. სახელმწიფოს რეესტრიც მოუწოდებს, რომ მიწების გადანაწილებას გადახედოს”, – ამბობს ადგილობრივი, გიორგი წითური.
“ოცნების” დეპუტატი არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე აქციებს აანონსებს – მას სოფლის მაცხოვრებლებიც შეუერთდებიან.