“ევროპული საქართველოს” წევრი, გიგი უგულავა, ფიქრობს, რომ არჩევნების წინა კვირას მმართველი გუნდი ახალი ჩანაწერებისა და საქმეების გამოტანას შეეცდება, რათა ხალხის ყურადღება ძირითადი პრობლემებიდან გადაიტანოს.
“ოცნება” არჩევნებამდე ეცდება, ხალხის ყურადღება გადაიტანოს ისეთი მნიშვენლოვანი საკითხებიდან, როგორებიცაა ეკონომიკური კრიზისი, გაზრდილი კრიმინოგენული ვითარება, უკონტროლო ეპიდვითარება. საამისოდ მმართველი გუნდისგან ჩვენ ვიხილავთ დადგმულ სპექტაკლებს, გამოგონილ გადატრიალებებს, გადატრიალების ვითომ მომწყობებსა და ათას სისულელეს, რაც წინა არჩევნებზეც ვნახეთ. ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ხალხს თვალებში ნაცარი შეაყარონ, რათა მათ არ იფიქრონ რეალურ პრობლემებზე. ერთადერთი, რითაც “ოცნება” საზრდოობს, ესაა ბინძური პროპაგანდა”, – ამბობს გიგი უგულავა “მთავარი არხის” გადაცემაში “დღის სტუმარი”.
ცნობისთვის, ოპოზიცია, მიმდინარე კვირის განმავლობაში ათობით კრიმინალური შემთხვევის ფონზე, ფიქრობს, რომ საქართველოში კრიმინალი კრიტიკულადაა გაზრდილი, “ოცნება” კი ვერ შეძლებს საქმეების ობიექტურად გამოძიებას, რადგან ის დავალებულია ე.წ.კრიმინალურ სამყაროსთან.