ქობულეთში ევროპული სტანდარტის ბულვარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სანაპიროს კეთილმოწყობა ორ ეტაპად ხორციელდება. პირველი ეტაპი დასრულდა.
პროექტის მიხედვით, სრულად კეთილმოეწყობა სანაპირო ზოლი. წესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაცია. დეკორატიული ფილებით ეწყობა სასეირნო და სავალი ნაწილი, გაშენდება მწვანე ზოლი, მონტაჟდება თანამედროვე ტიპის გარე განათების სისტემა.
მეორე ეტაპის სამუშაოები მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება.