აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია.
როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, აჭარაში ჯანდაცვის სექტორმა მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასარეგულირებლად.
მისი განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა მზად არის, ორგანიზებულად მართოს კოვიდ ინფიცირებულები როგორც ოჯახში, ასევე სტაციონარში.
„ბოლო კვირეების განმავლობაში, ჩვენ მაქსიმალურად შევძელით, რომ რეგიონში ეპიდვითარება დაგვესტაბილურებინა, რაშიც პირველი როლი და ცენტრალური მნიშვნელობის სამუშაო ჯანდაცვის სამინისტრომ გასწია.
სისტემურად სრულად არის დალაგებული, როგორც პაციენტების მართვა ოჯახზე, ასევე სტაციონარში. ჩვენთან...
მნიშვნელოვანია ცესკო-მ და ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა აიღოს, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება ხმის მიცემასთან დაკავშირებით, დაცული იქნება, - ამის შესახებ „ლელოს საქართველოსთვის“ წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, კვლევებით დასტურდება, რომ არჩევნებში 2 მილიონზე მეტი ადამიანი აპირებს მისვლას. კობერიძის მოსაზრებით, ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფაქტორი, რადგან საქართველოში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აფიქსირებს პოზიციას, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებების წელი უნდა იყოს 2020 წლის არჩევნები.
„ამის...
ამ დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკო-ს 1 500-ზე მეტმა თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩეველმა მიმართა,- ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, 25 ოქტომბრის მდგომარეობით, დაახლოებით, 9 000-მდე პირია რეგისტრირებული ბაზაში, რომლებიც არიან საარჩევნო ასაკის და კორონავირუსის გამო, კენჭისყრის დღისთვის თვითიზოლაციაში იქნებიან.
„სამოქალაქო პლატფორმა 20/20- მა" საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს სარჩელი შეიტანა და მოითხოვა, ცესკოს დადგენილების იმ ნორმის შეჩერება, რომელიც გამორიცხავს 26 ოქტომბრის 22:00 საათის შემდეგ თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას.
როგორც „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“- ის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული დადგენილება ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ართმევს.
„საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, შექმნილი ეპიდვითარების ფონზე, ხალხმრავალი პოლიტიკური შეკრებები პარტიების უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობენ პარტიები, რომლებსაც არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ.
„ეს აჩვენებს ერთ მარტივ რამე ს-უპასუხისმგებლობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ მოსახლეობის წინაშე და აქვთ უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე.
არსებობენ პარტიები, რომლებსაც არავითარი პასუხისმგებლობა არ გააჩნდათ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და დღეს არანაირი პასუხისმგებლობა...
26 ოქტომბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში სოციალური მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგის II შუალედური ანგარიში წარმოადგინა.
მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც მოიცავს 2020 წლის 1 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს, ISFED-მა 900-ზე მეტი Facebook-გვერდი და 11,469 პოსტი გააანალიზა. საანგარიშო პერიოდში აქტიურობდნენ:
ღირებულებით საკითხებზე საზოგადოების პოლარიზების წამახალისებელი 69 გვერდი;
ოპოზიციის ღიად მადისკრედიტირებელი 36 გვერდი;
მმართველი პარტიისა და ხელისუფლების ღიად მადისკრედიტირებელი 30 გვერდი;
ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი ცრუ მედიის 9 გვერდი;
...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე წინასაარჩევნო პროცესებში ჩართულ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, რომ ამომრჩევლებთან შეხვედრისას კოვიდ რეგულაციები დაიცვან.
როგორც თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რიგი პოლიტიკოსები ჯანდაცვის რეკომენდაციებს არ იცავენ და საკითხს უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ პირადი პოლიტიკური ამბიციების გამო, ნუ დააყენებენ საფრთხის ქვეშ, ჩვენი მოქალაქეების - განსაკუთრებით ჩვენი ბათუმელების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
მაქსიმალურად რეკომენდაციები დაიცვან და შეკრებებიც ამ წესების დაცვით გააკეთონ.
ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობით, ერთობლიობითა და წესების დაცვით,...
ჭიათურის მოსახლეობა უკვე რამდენიმე თვეა უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს, თუმცა, ქალაქში არის დასახლება, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია არ ემსახურება და წყლით შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ამარაგებს, - აცხადებენ “ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
მათივე ცნობით, აღნიშნულ დასახლებაში მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გამოაცხადა ტენდერი, რომელიც ქალაქ ჭიათურაში ფანცულაიას ქუჩის, სოფელ პერევისას 30 ოჯახის, საჩხერის გზატკეცილზე რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსისა...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ანგარიში მოიცავს 1 ივლისიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდს.
ორგანიზაციის ცნობით, საპარლამენტო არჩევნებისთვის განხორციელებულმა დაკვირვებამ საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით რამდენიმე ფაქტი გამოკვეთა:
აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება
ძალადობა: სექტემბრის მეორე ნახევრიდან გახშირდა ძალადობრივი ინციდენტების რაოდენობა, დაფიქსირდა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებზე ჯგუფური ძალადობის რამდენიმე ფაქტი. ამ მხრივ განსაკუთრებით...
“ლელოს” ლიდერებმა და ჯანდაცვის ჯგუფის სპეციალისტებმა ბრიფინგი გამართეს. თემა პანდემიის მართვა, სამედიცინო და პოლიტიკური საკითხები იყო.
“ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან კობერიძის თქმით, საქართველოში კოვიდ - 19 ეპიდემიასთან დაკავშირებული სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება. ამავე დროს, მთავრობა არავითარ ქმედით ღონისძიებას არ ახორციელებს. მისივე განმარტებით, „ქართული ოცნება“ ყველა ხერხით ცდილობს, რომ რაც შეიძლება, ნაკლები ადამიანი მივიდეს არჩევნებზე,
“პასუხისმგებლობა იმაზე, თუ ამ არჩევნებზე 2 მლნ-ზე ნაკლები...
„ქართული ოცნება - დემოკრატიული სქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, იზრდება პროვოკაციების რისკი. მისივე განცხადებით, პარტიას აქვს ინფორმაცია, რომ „რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები“ ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიც არის „დიფ ფეიკი“. კობახიძის განმარტებით, ამგავარი პროგრამების მეშვეობით, ადამიანების ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი. მან ამომრჩეველს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა, რათა ისინი დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ არ მოექცნენ.
„დაიწყო ბოლო საარჩევნო კვირა, არჩევნებამდე...
წინა სტატია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდეს. ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„შოლტის პრინციპი არაფერს არ იზამს, თუ ჩვენი თვითშეგნება არ ავიდა აქამდე. მაინც გაზრდილია პირბადის გამოყენება და ეს მსიამოვნებს, მაგრამ მეტი გვჭირდება. თუ ნიღბის მოხმარება 95%-იან მაჩვენებელს მიაღწევს, იანვრის ბოლოსთვის ევროპაში შესაძლებელი იქნება 278 000 სიცოცხლის შენარჩუნება....
საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების დახურვის დროის 23:00 საათამდე გაზრდის ინიციატივით გამოდის.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებით მათ პარლამენტს უკვე მიმართეს.
როგორც ინიციატივის ავტორები განმარტავენ, 2020 წელს მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმილი იყო 70-ზე მეტი ეროვნული არჩევნები, 100-ზე მეტი ადგილობრივი არჩევნები და 7 რეფერენდუმი, რომელთა გამართვაც კორონავირუსის პანდემიამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მათივე ინფორმაციით, 2020 წლის 1-ელი მარტიდან დღემდე, მსოფლიოს...
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, რეგიონებში ამომრჩევლებთან შეხვედრები და წარდგენები პოლიტიკური პროცესია, რომელსაც პანდემიის მიუხედავად გვერდს ვერ ავუვლით.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა წესები დაიცვას.
„პირდაპირ გეტყვით, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი, რომელსაც უბრალოდ გვერდს ვერ ავუვლით. აქ მთავარია, რომ წესები ყველამ დაიცვას და ეს პასუხისმგებლობა გაიზიაროს ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა, იქნება ეს...
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, არჩევნები ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხოდ და ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული ყველა წესის დაცვით ჩატარდება. ამის შესახებ მეზვრიშვილმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ამომრჩევლებისა და დამკვირვებლების უსაფრთხოება დაცული იქნება.
„არჩევნები უსაფრთხოდ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით და ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული ყველა წესის დაცვით ჩატარდება. ეს ეხება, ბუნებრივია, უსაფრთხოებას ამომრჩევლებისა და ასევე დამკვირვებლებს“, - განაცხადა მეზრიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა...
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოქალაქეებს სპეციალურ ვებგვერდზე პირადი ნომრის შეყვანით შეეძლებათ გაიგონ, ვინ არის მათი ოჯახის ექიმი.
როგორც ტიკარაძემ განაცხადა, უწყება შესაბამის სისტემაზე მუშაობას უმოკლეს ვადაში დაასრულებს.
"ოჯახის ექიმს იცნობს ყველა მოქალაქე, განსაკუთებით ის პირები, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები. ოჯახის ექიმი არამხოლოდ საქართველოს წარმოდგენით, არამედ მსოფლიოს წარმოდგენით არის ჩვენზე მზურნველი ადამიანი, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არის ჩვენთან და ჩვენს ჯანმრთელობასთან ასოცირებული. აქედან...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































