აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე წინასაარჩევნო პროცესებში ჩართულ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, რომ ამომრჩევლებთან შეხვედრისას კოვიდ რეგულაციები დაიცვან.
როგორც თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რიგი პოლიტიკოსები ჯანდაცვის რეკომენდაციებს არ იცავენ და საკითხს უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ პირადი პოლიტიკური ამბიციების გამო, ნუ დააყენებენ საფრთხის ქვეშ, ჩვენი მოქალაქეების – განსაკუთრებით ჩვენი ბათუმელების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
მაქსიმალურად რეკომენდაციები დაიცვან და შეკრებებიც ამ წესების დაცვით გააკეთონ.
ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობით, ერთობლიობითა და წესების დაცვით, აუცილებლად შევძლებთ ვითარების სტაბილურად მართვას მომავალშიც”,- აღნიშნა რიჟვაძემ.