მეზვრიშვილი: არჩევნები უსაფრთხოდ და ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული ყველა წესის დაცვით ჩატარდება

325

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, არჩევნები ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხოდ და ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული ყველა წესის დაცვით ჩატარდება. ამის შესახებ მეზვრიშვილმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ამომრჩევლებისა და დამკვირვებლების უსაფრთხოება დაცული იქნება.

„არჩევნები უსაფრთხოდ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით და ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული ყველა წესის დაცვით ჩატარდება. ეს ეხება, ბუნებრივია, უსაფრთხოებას ამომრჩევლებისა და ასევე დამკვირვებლებს“, – განაცხადა მეზრიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა ოდენობა 215-ს შეადგენს. დღეის 26 ოქტომბრის მდგომარეობით ქვეყანაში 30 303-ს დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.