მეზვრიშვილი: რეგიონებში ამომრჩევლებთან შეხვედრები და წარდგენები პოლიტიკური პროცესია, რომელსაც პანდემიის მიუხედავად გვერდს ვერ ავუვლით

785

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, რეგიონებში ამომრჩევლებთან შეხვედრები და წარდგენები პოლიტიკური პროცესია, რომელსაც პანდემიის მიუხედავად გვერდს ვერ ავუვლით.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა წესები დაიცვას.

„პირდაპირ გეტყვით, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი, რომელსაც უბრალოდ გვერდს ვერ ავუვლით. აქ მთავარია, რომ წესები ყველამ დაიცვას და ეს პასუხისმგებლობა გაიზიაროს ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა, იქნება ეს უმრავლესობის თუ ოპოზიციის წარმომადგენელი. პროცესი გრძელდება, ამ პროცესს ჩვენ ვერ გავაჩერებთ, თუმცა წესების დაცვა ყველა პოლიტიკური სუბიექტის პასუხისმგებლობაა, რომელიც მათ მაქსიმალურად უნდა შეასრულონ“,-აღნიშნა მეზვრიშვილმა.