ინფრასტრუქტურის სამინიტრო: ჭიათურაში დამატებით 500 ადამიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს

399

ჭიათურის მოსახლეობა უკვე რამდენიმე თვეა უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს, თუმცა, ქალაქში არის დასახლება, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია არ ემსახურება და წყლით შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ამარაგებს, – აცხადებენ “ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

მათივე ცნობით, აღნიშნულ დასახლებაში მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გამოაცხადა ტენდერი, რომელიც ქალაქ ჭიათურაში ფანცულაიას ქუჩის, სოფელ პერევისას 30 ოჯახის, საჩხერის გზატკეცილზე რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსისა და მიმდებარე ობიექტების წყალმომარაგების სისტემის პროექტირება – მშენებლობას ითვალისწინებს.

გამოცხადებულ ტენდერზე წინადადებები მიღება 29 ოქტომბერს დასრულდება.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 1,5 მილიონ ლარამდეა. საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანიამ 10 თვეში უნდა დაასრულოს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა სატუმბი სადგური, წყალმომარაგების ქსელი, ინდვიდუალური მრიცხველები.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, დამატებით 500-ზე მეტი ადამიანი სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.