ამ დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკო-ს 1 500-ზე მეტმა თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩეველმა მიმართა,- ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, 25 ოქტომბრის მდგომარეობით, დაახლოებით, 9 000-მდე პირია რეგისტრირებული ბაზაში, რომლებიც არიან საარჩევნო ასაკის და კორონავირუსის გამო, კენჭისყრის დღისთვის თვითიზოლაციაში იქნებიან.