აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია.
როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, აჭარაში ჯანდაცვის სექტორმა მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასარეგულირებლად.
მისი განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა მზად არის, ორგანიზებულად მართოს კოვიდ ინფიცირებულები როგორც ოჯახში, ასევე სტაციონარში.
„ბოლო კვირეების განმავლობაში, ჩვენ მაქსიმალურად შევძელით, რომ რეგიონში ეპიდვითარება დაგვესტაბილურებინა, რაშიც პირველი როლი და ცენტრალური მნიშვნელობის სამუშაო ჯანდაცვის სამინისტრომ გასწია.
სისტემურად სრულად არის დალაგებული, როგორც პაციენტების მართვა ოჯახზე, ასევე სტაციონარში. ჩვენთან პირველად – პილოტურად აჭარაში კოვიდსასტუმროები ამოქმედდა, ყველა პაციენტს, რომელსაც ესაჭიროება ძირითადი სამედიცინო სერვისები, ხელმისაწვდომი აქვს”,- აღნიშნა თირნიკე რიჟვაძემ.
ცნობისთვის აჭარაში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.