კალაძე: შექმნილი ეპიდვითარების ფონზე, ხალხმრავალი შეკრებები პარტიების უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს

385

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, შექმნილი ეპიდვითარების ფონზე, ხალხმრავალი პოლიტიკური შეკრებები პარტიების უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობენ პარტიები, რომლებსაც არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ.

„ეს აჩვენებს ერთ მარტივ რამე ს-უპასუხისმგებლობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ მოსახლეობის წინაშე და აქვთ უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე.

არსებობენ პარტიები, რომლებსაც არავითარი პასუხისმგებლობა არ გააჩნდათ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და დღეს არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ, როდესაც ოპოზიციაში არიან“,-განაცხადა კალაძემ.