„საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო” საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, კოვიდ 19-ის საფრთხეებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მიმართ და გაააქტიუროს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული სპეციალური რეგულაციებისა და ნორმების დაცვის კამპანია, რათა არჩევნებზე მოსული ამომრჩეველი სრულად იყოს ინფორმირებული ყველა სავალდებულო წესის შესახებ. „მრავალეროვანი საქართველოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს ამომრჩევლებს, რომ სათანადო რეგულაციების მაქსიმალური დაცვით მიიღონ მონაწილეობა 31...
გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო განყოფილება თვითიზოლაციაში გადავიდა. ისინი მუშაობას დისტანციურად გააგრძელებენ. მიზეზი კოვიდინფიცირების დადასტურებული შემთხვევებია. covid-19 საფინანსო განყოფილების 2 თანამშრომელს დაუდასტურდა. მათი მდგომარეობა სტაბილურია და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ. ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი რამდენიმე თანამშრომელი უკვე გაიტესტა, პასუხებს ხვალ გახდება ცნობილი. შენობაში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.
წინა სტატია ვაკეში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარიას ცნობით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რეგისტრაციის ვადა 6 საათამდე გადააწევინეს. ამის შესახებ ელენე ხოშტარია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს. "6 საათმდე გადავაწევინეთ დრო, ვწუხვარ რომ მეტი ვერა, მაგრამ რამდენიმე საათი კიდეა. გააგრძელეთ რეკვა ცხელ ხაზზე", - წერს ხოშტარია. ხოშტარიას ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან ასევე მიიღეს პირობა, რომ ყველა ადამიანს, ვისი ზარიც შევა და...
წინა სტატია შემდეგი სტატია სამველ მანუკიანი ამბობს, რომ გუშინ, 25 ოქტომბერს წინასაარჩევნო შეხვედრა სოფელ დიდ სამსარში ჰქონდა, ინციდენტი კი მაშინ მოხდა, როცა სოფლის დატოვებას აპირებდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. "ჰაიკ რსტაკიანი და მისი შვილი მოვიდნენ. ჰაიკი მთვრალი იყო. იძახდა, თქვენ რა შეგიძლიათ, ენზელ მკოიანი სოფელში გაზს გააკეთებსო. მე ვუთარი, რომ გაზი რომელ სოფელში იქნება და რომელში არა ამას სახელმწიფო წყვეტს-თქო, დაიწყო ცუდად...
არავის მივცემთ საშუალებას, რომ ჰქონდეთ მცდელობები, შეფარვითი გზებით რაიმე სახის დესტრუქციული ქმედებები განახორციელონ და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ საზოგადოების ის ღირსეული არჩევანი, რომელსაც ისინი აუცილებლად გააკეთებენ 31 ოქტომბერს - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არჩევნების უსაფრთხოდ, გამჭვირვალედ და მშვიდობიანად ჩატარება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. „არჩევნების უსაფრთხოდ, გამჭვირვალედ და მშვიდობიანად...
ძვირფასო ლეჩხუმლებო, რაჭველებო, სვანებო! მოგახსენებთ, დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ, საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში, - ამის შესახებ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს. "ძვირფასო ლეჩხუმლებო, რაჭველებო, სვანებო! მოგახსენებთ, დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ, საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში. განსაკუთრებით ბოდიში მინდა მოვუხადო ლეჩხუმლებს, ვინაიდან სწორედ მათთან ერთად უნდა დამესრულებინა...
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურში მერის წარმომადგენელი, სოფიკო კიკაჩეიშვილი, რომელმაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატს, ნანუკა ჟორჟოლიანს შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა შეურაცხყოფას ჟორჟოლიანს, პარტიის მხარდამჭერებსა და ჟურნალისტებს აყენებს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. მერის წარმომადგენელი "მთავარ არხთან" საუბრისას ამბობს, რომ არ აინტერესებს რას გაავრცელებენ მასზე, რადგან მისი აზრით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ენმ-ს უჭერს მხარს არარაობაა. "რაც უნდა ის გაავრცელოს ვაფშე არ მიანტერესებს არც...
შესაძლებელია ითქვას, რომ სამინისტროს არ ჰყავს სრული სიზუსტით თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები აღრიცხული. ეს მოცემულობა პრობლემას უქმნის ადამიანებს რეგისტრაციის მომენტში, რის გამოც ათასობით ამომრჩეველი შესაძლებელია არჩევნებში მონაწილეობის გარეშე დარჩეს 31 ოქტომბერს., - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. ცესკო-მ სპეციალური გადასატანი ყუთის სიაში იმ ამომრჩევლის რეგისტრაციის ვადა, რომლებიც COVID-19-ის გამო თვითიზოლაციაში იმყოფებიან ან...
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე დასახლებების გაზიფიკაციაზე ჩვენ დიდ აქცენტს ვაკეთებთ - ამ სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს ჩვენგან განსაკუთრებულ ზრუნვა სჭირდებათ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წალენჯიხაში გამართულ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ქვეყნის გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები, ასევე ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნემ. ნათია თურნავამ მათ საქართველოს გაზიფიცირების პროგრამის მიმდინარეობა გააცნო, მათ...
პარტია "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ბათუმში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. როგორც მათ ბრიფინგზე განაცხადეს, ტერმინალის მშენებლობაში კორუფციული ნიშნები იკვეთება, ამავდროულად, იგი ქალაქისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვახტანგ კალოიანის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პორტის განვითარების კონკრეტულ გეგმას საზოგადოებას წარუდგენენ. "განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ტერმინალი მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც ფეთქებად ნაღმზე ზის ", - აღნიშნა ვახტანგ კალოიანმა. პარტია "ევროპული-საქართველოს" ბრალდებას აჭარის მთავრობის...
დავალეწავ ყველას ყველაფერს თავზე, ვინც გაბედავს და გამიყალბებს ხმებს და იმედია, ასე გააკეთებს სხვა ოპოზიციური პარტია და არავინ არავის არ გაურიგდება, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში განაცხადა. მან არ გამორიცხა, რომ არჩევნების შედეგების გაყალბების შემთხვევაში საქმე ქუჩის პროტესტამდე მივიდეს. ამასთან, ბურჯანაძემ დღევანდელი ხელისუფლება უნიათოდ და უტვინოდ შეაფასა და მას სახლში წასვლისკენ მოუწოდა, რადგან „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარის...
მიხეილ სააკაშვილს თავისი მომხრეები ჰყავს, მაგრამ უფრო მეტია ის, ვისაც მისი ხელისუფლებაში მოსვლა არ უნდა, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. მისივე თქმით, არჩევნებზე ოქროს შუალედია დასაცავი, რადგან სააკაშვილის შიშით ვიღაცებმა ხმა ბიძინა ივანიშვილს არ მისცეს. „დღეს ხმა აღარ იკარგება. თუ მაგალითად, 2012-2016 წლებში, ან „ნაცები“ გადიოდნენ ხელისუფლებაში, ან „ოცნება“, დღეს ეს რეალობა აღარაა, ვინაიდან არც ერთი ხმა არ იკარგება. ყველა...
ხელისუფლებას აქვს მორიგი მცდელობა, რომ ზეგავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. დამიკავშირდა რამდენიმე მოქალაქე, რომლებმაც საკუთარ საცხოვრებელ მისამართზე უცხო ადამიანები აღმოაჩინეს მიწერილი, - ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ანა დოლიძემ განაცხადა. ანა დოლიძე მოსახლეობას მიმართავს, ცესკო-ს ვებგვერდზე საკუთარი მისამართი შეამოწმოს და გამოვლენილი დარღვევის შემთხვევაში კომისიას მიმართოს. „როგორც ჩანს, არსებობს ალბათობა, როდესაც მისამართებზე მიწერილ უცხო ადამიანები იყოს სისტემური ხასიათის. მინდოდა მიმემართა მოქალაქეებისთვის, რომ ძალიან საჭიროა ცესკოს...
"ლელოს" გლდანის მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატმა გიგლა მიქაუტაძემ გლდანში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის შესახებ ბრიფინგი გამართა და შსს-დან მიღებული ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაზეც ისაუბრა. მიქაუტაძის ინფორმაციით, შსს-დან მიღებული მონაცემებით დგინდება, რომ ივნისისა და სექტემბრის ჩათვლით, ამ ტერიტორიაზე 24 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, სადაც დაშავდა 26 ადამიანი და დაიღუპა ერთი პირი. როგორც მიქაუტაძემ აღნიშნა, გლდანის ქუჩების რეაბილიტაცია წელიწადნახევარია, მიმდინარეობს და ამ დროის განმავლობაში ქუჩები არც დაუხაზავთ, რაც...
მინდა გითხრათ და დაგპირდეთ, რომ მომავალი 4 წელი იქნება სამეგრელოს და საქართველოს აღმშენებლობის წელი, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ წალენჯიხაში, საქართველოს გაზიფიცირების გაწეული სამუშაოების ანგარიშისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, საქართველო უნდა იყოს ეკონომიკურად ძლიერი, თავისუფალი და ევროპული სახელმწიფო. „დღეს ყველაზე დიდი პრობლემა გზების გაყვანისა და გაზიფიცირების შემდეგ არის როგორც სასმელი, ასევე საირიგაციო წყალი. 2024...
ხალხის დაშინებაში პირდაპირ ვადანაშაულებ ბატონ გახარიას, პირდაპირ ვადანაშაულებ ივანიშვილს, იმიტომ, რომ ისინი ფიქრობენ - კორონავირუსის ასეთი აგრესიული კამპანიის პირობებში ხალხი არჩევნებზე არ მივა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, „ხელისუფლება არჩევნებზე მანიპულაციისთვის ორ ყველაზე ცუდ იარაღს იყენებს: პირველი, კორონავირუსით ხალხის დაშინება და მეორე, პირდაპირი მოსყიდვა. „ხელისუფლება არჩევნებზე მანიპულაციისთვის ორ ყველაზე ცუდ იარაღს იყენებს - პირველი, კორონავირუსით ხალხის დაშინება,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ