გოჩა ენუქიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

476

ძვირფასო ლეჩხუმლებო, რაჭველებო, სვანებო! მოგახსენებთ, დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ, საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში, – ამის შესახებ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

“ძვირფასო ლეჩხუმლებო, რაჭველებო, სვანებო! მოგახსენებთ, დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ, საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში.

განსაკუთრებით ბოდიში მინდა მოვუხადო ლეჩხუმლებს, ვინაიდან სწორედ მათთან ერთად უნდა დამესრულებინა ჩემი წინასაარჩევნო კამპანია.

მეგობრებო, თავს კარგად ვგრძნობ და თქვენთან ერთად ველოდები ღირსეულ გამარჯვებას.

წინ უფრო დიდი გამოწვევებია, რომელსაც ასევე ღირსეულად ვუპასუხებთ.

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და გისურვებთ ჯანმრთელობას!”, – წერს ენუქიძე.