პარტია “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ბათუმში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. როგორც მათ ბრიფინგზე განაცხადეს, ტერმინალის მშენებლობაში კორუფციული ნიშნები იკვეთება, ამავდროულად, იგი ქალაქისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვახტანგ კალოიანის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პორტის განვითარების კონკრეტულ გეგმას საზოგადოებას წარუდგენენ.
“განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ტერმინალი მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც ფეთქებად ნაღმზე ზის “, – აღნიშნა ვახტანგ კალოიანმა.
პარტია “ევროპული-საქართველოს” ბრალდებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა. როგორც მან განმარტა, 31 ოქტომბერს გაეცემათ პასუხი, ვინ არის კორუფციაში ჩართული.
“მე ამ ადამიანებს ვპირდები, რომ 31 ოქტომბერს საღამოს მაქსიმუმ მეზობლებთან შეეძლებათ გასვლა, ვინაიდან მათ მიერ მიღებული ხმები გასცემს პასუხს – ვინ არის კორუფციაში გარეული, ვის აქვს ავტორიტეტი ამ ქალაქში და ვის აქვს ნდობა”,- განაცხადა რიჟვაძემ.