გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო განყოფილება თვითიზოლაციაში გადავიდა. ისინი მუშაობას დისტანციურად გააგრძელებენ. მიზეზი კოვიდინფიცირების დადასტურებული შემთხვევებია.
covid-19 საფინანსო განყოფილების 2 თანამშრომელს დაუდასტურდა. მათი მდგომარეობა სტაბილურია და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.
ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი რამდენიმე თანამშრომელი უკვე გაიტესტა, პასუხებს ხვალ გახდება ცნობილი. შენობაში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.