თბილისში, ისნის რაიონში, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი 9-ჯგუფიანი იქნება და 250 აღსაზრდელს მოემსახურება. ბაღში დასაქმდება 60-მდე ადამიანი. მათივე ცნობით, შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის და აღიჭურვება ბავშვთა უსაფრთხოებისთვის არსებული საერთაშორისო და ადგილობრივი ნორმების შესაბამისად. „თბილისში საბავშვო ბაღების მშენებლობას განვაგრძობთ, რომლის მიზანიც სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ვაზისუბნის დასახლების ამ ნაწილში განაშენიანება...
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის დიდი დასახლების ავანგარდის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. ქუთაისის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, საარჩევნო პროგრამის გაცნობისა და ზოგადი ვითარების მიმოხილვის შემდეგ, კანდიდატმა ისაუბრა ქუთაისში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოწესრიგების პერსპექტივაზე, მრავალმილიონიან პროექტზე, რომელიც მთელი ქალაქის საკანალიზაციოს სისტემის შეცვლას ითვალისწინებს, ახალ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მიმდინარე და სამომავლო მშენებლობებზე, დღევანდელ პანდემიურ ვითრებასა და რეგულაციების...
თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე სადამკვირვებლო მისია, რომელიც ცდილობს რომ "ობიექტურად" დააკვირდეს არჩევნებს, ეკუთვნის "ქართულ ოცნებასთან" პირდაპირ დაკავშირებულ პირს, გაძლევთ იმის გარანტიას, რომ ასეთი ორგანიზაცია არჩევნებს აღარ დააკვირდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მესამე დღეა "ნაციონალური მოძრაობის" მავნებლური გეგმები აშკარავდება. "მხილება #1 იყო გუშინწინ, როცა ჩვენი პარტიის შესაბამისმა სამსახურებმა გამოააშკარავეს 32 ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია,...
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის შეფასებით, ვადა, რომელიც ინფიცირებულებს ან თვითიზოლაციაში მყოფ პირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე განაცხადის გაკეთებისთვის ჰქონდათ, არაგონივრულია. როგორც ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გაუგებარია, რატომ იყო ვადები განსხვავებული მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი გადასატანი ყუთის მოთხოვნის უფლება მოქალაქეებს 28 ოქტომბრამდე ჰქონდათ. „სამწუხაროდ, საარჩევნო ადმინისტრაციამ ორი კვირით ადრე მიიღო დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა ის პროცედურები, როგორ უნდა მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა...
წინა სტატია რას ბრძანებს ბატონი ირაკლი, რომ მე, კახა ოქრიაშვილს მაქვს საშუალება, რომ ეს გავაკეთო და ბიძინა ივანიშვილის პარტიას არ აქვს საშუალება, რომ ეს გააკეთოს? ვერ გავიგე, ლოგიკა არ არის, - ასე გამოეხმაურა დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშილი ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოქრიაშვილი ბოლნისში ფულს არიგებს. როგორც ოქრიაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, აგიტატორების ხელფასს საარჩევნო ბლოკის ფონდი...
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს განმარტებით, არამხოლოდ კანონითაა აკრძალული ერთი პირის ორ მისამართზე რეგისტრაცია, არამედ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ეს პრაქტიკაშიც შეუძლებელია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელების მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და იუსტიციის სამინისტროს მიერ მონაცემთა ერთიანი ბაზის დახვეწის კუთხით 2013 წლიდან ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების დაკნინებაა. ''საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ერთი ადამიანი მხოლოდ ერთ მისამართზე შეიძლება იყოს რეგისტრირებული. აღნიშნული...
მაჭახელას ხეობაში „ეთნოსოფლის“ მშენებლობა დაიწყო. პროექტი ხეობაში არსებული უნიკალური კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულებების, ისტორიისა და ტრადიციების მაქსიმალურ დაცვას, ამავე დროს არსებული ლანდშაფტის შენარჩუნებით, მის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. „ეთნოსოფელი“ გათვლილია ტურიზმის განვითარებაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე, გარემოს დაცვასა და გაჯანსაღებაზე, რაც გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც. დღეს, პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების მაჭახელას საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა დაიწყო და მისი დასრულება 2021 წლის სექტემბერში იგეგმება. მაჭახელას საინფორმაციო ცენტრში სამუშაო და საექსპოზიციო...
რუსთავის მერია
რუსთავში, კონსტიტუციის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა. რუსთავის მერიის ცნობით, ახლადრეაბილიტირებული კონსტიტუციის ქუჩა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქალაქის საკრებულოს დეპუტატებმა და საზოგადოება „რუსთაველების” წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. „რუსთავში, კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა წარმატებით. განსაკუთრებულად აღსანიშნავია რუსთავის ერთ-ერთი ძველი უბანში კონსტიტუციის ქუჩა, რომელიც შენობების არქიტექტურული იერსახით გამორჩეული და ძალიან ლამაზია. შევთანხმდით, რომ მომავალში აუცილებლად მოხდება ამ ქუჩაზე...
დღეს, 29 ოქტომბერს, ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის საარჩევნო ოლქში, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოდერძი კუბლაშვილმა კანდიდატურა მოიხსნა. ამის მიზეზად კი საკუთარი პარტიის "გაურკვეველ ორიენტირსა და მის მიმართ უყურადღებობას ასახელებს". ამის შესახებ კუბლაშვილმა ახალციხეში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩემთვის გაურკვეველია პარტიის ორიენტირი. პარტიას პროგრამაში ეწერა რომ მიჰყვებოდა ილიას, მერაბის, ზვიადის გზას, მე ვერ ვხედავ რომ ამ იდეებსა და ამ გზას მიჰყვება....
„თავისუფალი საქართველო“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეწყერსაშიში ზონების აღრიცხვას იწყებს. "თავისუფალი საქართველოს" ინფორმაციით, პარტიის ლიდერებმა ხელვაჩაურის სოფელ ზედა ჯოჭოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ მეწყერსაშიშ ზონებში მცხოვრებ ადამიანებზე იზრუნოს, ის ბიუჯეტის თანხებს არამიზნობრივად განკარგავს და ადამიანების მოსყიდვით არის დაკავებული. უზენაეს საბჭოში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სულიკო მიქელაძის განცხადებით, ხელვაჩაურის რაიონის მუნიციპალიტეტში არსებული 64 სოფელი მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს, თუმცა ხელისუფლება პრევენციის მიზნით,...
ფოთში, მალთაყვის უბანში, ადმინისტრაციული შენობა გაქურდეს. მერის წარმომადგენლის, უჩა დოლიძის თქმით, შენობიდან წაღებულია ორი კომპიუტერი. „წაღებულია ორი კომპიუტერის პროცესორი. კარები დაკეტილი დაგვხვდა. სავარაუდოდ, ფანჯრიდან შევიდნენ. პოლიცია დაადგენს ყველაფერს,“ - განაცხადა მერიის წარმომადგენელმა მალთაყვის უბანში, უჩა დოლიძემ. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მისივე თქმით, დამნაშავეები, სავარაუდოდ, ფანჯრიდან შევიდნენ.
ამ ეტაპზე 91 ბაღია დახურული, თუმცა ეტაპობრივად დახურული ბაღები იხსნება, მათ შორის, 6 ბაღი უკვე გაიხსნა, - ამის შესახებ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ბაღებში აღსაზრდელების დასწრება დაახლოებით 25-30 %-ითაა შემცირებული. „91 ბაღია ამ ეტაპზე დახურული, თუმცა ეტაპობრივად დახურული ბაღები იხსნება. მათ შორის, 6 ბაღი უკვე გაიხსნა, ანუ თვითიზოლაციის პერიოდი გაიარეს და სიმპტომატიკის მიხედვით, თანამშრომლებსა, თუ...
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ მმართველი პარტიის სამი კანდიდატი, გლდანის, სამგორისა და თელავის ოლქებში არჩევნებს ვერ მოიგებს, იგი პოლიტიკიდან წავა. თუ საწინააღმდეგო მოხდება და სამივეში მოიგებენ, კობახიძე მთავარი არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას მოუწოდებს, რომ პოლიტიკიდან და მედიიდან წავიდეს. "გუშინ დაიდო მონაცემები ე.წ. IPSOS-ის, რომლის მიხედვითაც, მელია, მე მგონი, ხაბეიშვილი და ბოტკოველი იგებენ არჩევნებს და იგებენ თან პირველ...
შატილში 20 ბავშვზე გათვლილი ახალი სკოლა-პანსიონი გაიხსნა. "განათლების სამინისტროს დელეგირებული უფლებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, აშენდა ახალი, 20 ბავშვზე გათვლილი, 2 სართულიანი სკოლა-პანსიონი, სკოლაში მოეწყო სასწავლო, საძინებელი და დამხმარე ოთახები და სველი წერტილები, რომლებიც დაკავშირებულია საევაკუაციო გასასვლელებთან", - განმარტავენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში. „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა შატილის ისტორიაში, ზუსტად ერთი წლის წინ შატილის ახლად რეაბილიტირებული პანსიონი დაიწვა,მაშინ პრემიერმა ბრძანა,რომ მოსწავლეებს ახალი შენობა...
მთავარი არხის ცნობით, "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებისთვის სხვადასხვა ხერხს მიმართავს და ერთი სავარაუდო შემთხვევა მარნეულში დაფიქსირდა. მთავარის ინფორმაციით, ერთ-ერთ უბანზე გამოკრულ სპეციალურ სიაში აღმოჩნდნენ ადამიანები, ვისაც გადასატანი ყუთებით მომსახურება, წესით, არ უნდა სჭირდებოდეთ, რადგან ყველას თავისუფლად გადაადგილება შეუძლია. "ჩემი და ჯანმრთელია, არ ვიცი ვინ ჩაწერა იმ სიაში, აზრზე არ ვარ რა ხდება, თან ის სხვა სოფელშ გათოვილი და არც მოვა ხმის...
წინა სტატია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში, ანტონ ობოლაშვილი „სამხრეთის კარიბჭეში“ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება და აცხადებს, რომ მას რესტორანში ბორჯომელი პედაგოგები არ დაუპატიჟებია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  სტატია, ვიდეო მასალებით, იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა ახალციხეში, რესტორან „ემიგრანტში“ პედაგოგები დაპატიჟა, „სამხრეთის კარიბჭემ“ გუშინ, 28 ოქტომბერს გამოაქვეყნა. დღეს, 29 ოქტომბერს, ანტონ ობოლაშვილი რედაქციას დაუკავშირდა და განაცხადა, რომ სტატიაში მოყვანილი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ