ამ ეტაპზე 91 ბაღია დახურული, თუმცა ეტაპობრივად დახურული ბაღები იხსნება, მათ შორის, 6 ბაღი უკვე გაიხსნა, – ამის შესახებ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ბაღებში აღსაზრდელების დასწრება დაახლოებით 25-30 %-ითაა შემცირებული.
„91 ბაღია ამ ეტაპზე დახურული, თუმცა ეტაპობრივად დახურული ბაღები იხსნება. მათ შორის, 6 ბაღი უკვე გაიხსნა, ანუ თვითიზოლაციის პერიოდი გაიარეს და სიმპტომატიკის მიხედვით, თანამშრომლებსა, თუ აღსაზრდელებს ვირუსი არ დაუდასტურდათ. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე 91 ბაღია დახურული“, – განაცხადა გვანცელაძემ.