"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემ ჭყონდიდელის დასახლებაში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობას 900 მ2 მიწის ნაკვეთები იმ ტერიტორიაზე გადაეცემა, სადაც ციხე შენდება. ამის შესახებ ინფორუსთავი წერს.  "ჩვენ გვაქვს 5 პუნქტიანი გეგმა, რომლის მე-5 პუნქტიც ითვალისწინებს იმ რუსთაველებისთვის 900 მ2 მიწის ნაკვეთის გადაცემას, რომელთაც არ აქვთ არაფერი სხვა, გარდა საცხოვრებელი სახლისა. ჩვენ მათ უნდა...
ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი, რომელიც წინასაარჩევნოდ მოხდა, რა თქმა უნდა, სრულად და ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, თითოეულ ასეთ საქმეზე შედეგი დადგება. „ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი, რომელიც წინასაარჩევნოდ მოხდა, რა თქმა უნდა, გამოძიებული სრულად და ბოლომდე უნდა იყოს. მე ძალიან კარგად მესმის, რომ პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე, ვიღაცები შეიძლება დაინტერესებულია გამოძიება რეგლამენტირებულ დროზე უფრო სწრაფად მოხდეს,...
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი რელიგიური ორგანიზაციებისა და სასულიერო პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას 2020 წლის 15 ოქტომბრიდან აკვირდება, თუმცა, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მონიტორინგის შედეგები 15 ოქტომბრამდე მომხდარ ფაქტებსაც ეყრდნობა,- ამის შესახებ ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აქვეყნებს. მათი ცნობით, დაკვირვების პროცესში გამოიკვეთა, რომ ერთი მხრივ, საარჩევნო სუბიექტები ამომრჩევლებში ნდობის მოპოვებისა და არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღწევად მართლმადიდებლური ეკლესიის და მღვდელმთავრების წინასაარჩევნო აგიტაციაში გამოყენებას ცდილობენ, მეორე...
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის საკმაოდ მძიმე გამოწვევის პირობებში, დღეს საქართველოს, სხვა ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით, საკმარისი და საკმარისზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ეყოლება. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს ქვეყანა სრულად იქნება დაფარული დამკვირვებლებით. "ჩვენ დღეს ქვეყანაში საკმარისი დამკვირვებლები გვყავს და მინდა ხაზგასმით მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, საელჩოებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ ამ სადამკვირვებლო...
გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ რადიო "მოზაიკასთან" საუბრისას გასული 4 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ამ პერიოდმა მნიშვნელოვანი გამოცდილება შესძინა. ის საბიუჯეტო დაწესებულებაში მუშაობას აღარ აპირებს და აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ ბიზნეს სექტორს დაუბრუნდება. იოსებ მაკრახიძის განმარტებით, დაპირებების უმრავლესობა, რომელიც გორელებთან 2016 წელს გააჟღერა, მისი მხრიდან შესრულებულია. "ძალიან მინდოდა, რომ ჩემი მაჟორიტარობის პერიოდში გორში ზვიად გამსახურდიას ძეგლი დაედგათ. მაგრამ ალბათ არჩევნების...
ბოლნისში პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 21-მა აგიტატორმა დატოვა. როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, ისინი მხარს "ქართულ ოცნებას" და მათ მაჟორიტარობის კანდიდატს გოგი მეშველიანს უჭერენ. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა ახვერდი ბადალოვმა განაცხადა, მათთვის ცნობილი გახდა, რომ თუკი, არჩევნები პარტიისთვის სასურველი შედეგით არ დასრულდება, ისინი არეულობას მოაწყობენ. "ჩვენ წინასაარჩევნოდ აქტიურად ვიყავით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ საქმიანობაში ჩაბმული, რის შედეგადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის - ძალა ერთობაშიას“ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 45-ე ბაღის დირექტორი საარჩევნოდ თანამშრომლებზე ზეგავლენას მოხდენას ცდილობს. ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის - ძალა ერთობაშიას“ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის შტაბში აცხადებენ, რომ საჯარო ბაღებში არის მუქარა/ზეწოლის ფაქტები. მაგალითად, სექტემბერში ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ორხევის საბავშვო ბაღის თანამშრომლებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, სოზარ სუბარის შეხვედრებზე...
გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო მძღოლების მისაღებად კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.  აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: 1. განცხადება (გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის სახელზე); 2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 3. CV/რეზიუმე; 4. „D" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ასლი; 5.თანხმობა (თანხმობის ფორმა ივსება ადგილზე) ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად/გადასამოწმებლად; 6. რეკომენდაცია-დახასიათება ბოლო სამუშაო ადგილიდან ან/და ცნობა იმის თაობაზე,...
ბათუმში რამდენიმე მოქალაქეს საცხოვრებელ მისამართზე უცხო პირთა ამომრჩევლის ბარათები მიუვიდა, რომლებიც მათი თქმით აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობენ და არც მანამდე უცხოვრიათ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  რამდენიმე ადგილას ერთდროულად 3 ან 5 უცხო ადამიანია რეგისტრირებული. არჩევნებამდე კი ერთი დღე რჩება, ამომრჩეველთა ერთიანი სამაგიდო სიებიც უკვე მზადაა და  სავარაუდოდ საარჩევნო უბნებს დღეს გადაეცემა. მედიის ცნობით, ისინი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაუკავშირდნენ, საიდანაც...
ზუგდიდში საფუძველი ჩაეყარა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობას. ინფორმაციას ოდიში ნიუსი ავრცელებს.  ღონისძიებას ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსი დავით ფარცვანია, უნივერსიტეტის რექტორი თეონა ხუფენია და სტუდენტები ესწრებოდნენ. ამ ეტაპზე პროფესიული სწავლება უნივერსიტეტის არსებულ კორპუსში მიმდინარეობს, პროფესიული განათლებისთვის ცალკე შენობის არსებობა კი მეტ აუდიტორიას და, შესაბამისად, მეტი პროფესიული მიმართულების სწავლებას ნიშნავს. პროფესიული...
პარტია „გირჩის" ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ისინი „ქართულ ოცნებასთან" კოალიციის შექმნას არ განიხილავენ. როგორც მან „ლეობორისტული პარტიის" ოფისში შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერისას აღნიშნა, „გირჩი" კოალიციურ მთავრობას მხოლოდ იმ პარტიებთან განიხილავს, ვისთანაც შეთანხმება აქვს გაფორმებული სხვადასხვა სისტემის რეფორმის თაობაზე. „გირჩი" კოალიციას განიხილავს იმ პარტიებთან, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს გაფორმებული შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვაპირებთ მართლმსაჯულების სისტემის, ეკონომიკისა და განათლების სისტემის რეფორმირებას. კოალიციასაც იმ...
ცესკომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიები დაამტკიცა. ცესკო-ს ინფორმაციით, გადასატანი ყუთის მეშვეობით 31 ოქტომბრის არჩევნებში სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი 10 845 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას. ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული ამომრჩეველთა სპეციალური სიების მიხედვით, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 695-ს, ხოლო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლების (მათ შორის სამედიცინო პერსონალი) რაოდენობა 7 150-ს შეადგენს. რაც შეეხება სპეციალური...
ჩვენ არ გვჭირდება გამარჯვება წკიპზე, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება ნაღდი, რომელიც თავად ოპონენტებსაც დაარწმუნებს იმაში, რომ მათ სამართლიან ბრძოლაში წააგეს ხვალინდელი არჩევნები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა წარდგენაზე განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი პროგრესია როგორც თბილისში და ზოგადად საქართველოში. „დღეს, ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში. სიმართლე გითხრათ, როდესაც შევუდექი წინასაარჩევნო კამპანიას, მეგონა რომ ძალიან ბევრი მაქვს ცხოვრებაში...
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ყველა რეგიონში შეიქმნა პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, მყისიერ რეაგირებას მოახდენენ. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ არჩევნების მშვიდ გარემოში წარმართვის უზრუნველსაყოფად საჭიროების მიხედვით ხდება საპოლიციო ძალების გადანაწილება. ''საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისთვის, პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და მიწოდებისთვის, საკონტაქტოდ განსაზღვრულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი; . სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის,...
"ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ისინი "ქართულ ოცნებასთან" არანაირ კონფიგურაციაში კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან. როგორც მან აღნიშნა, "ევროპული საქართველო" ასევე პრემიერად ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის არჩევას არ უჭერს მხარს. „ევროპული საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ხელმოწერა. ყველამ იცით, რომ "ევროპული საქართველო" იყო ერთ-ერთი ინიციატორი იმისა, რომ პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს აეღოთ ვალდებულება და გაეკეთებინათ განცხადება, რომ არავითარ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას" კოალიციას არ შეუქმნიდნენ. ეს...
დედაენის ბაღის რეაბილიტაციის დასრულების ვადებმა ორი თვით გადაიწია. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. დედაენის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები კონტრაქტორ კომპანიას ხელშეკრულების მიხედვით თავდაპირველად 2020 წლის 27 აგვისტოს უნდა დაესრულებინა, თუმცა 2020 წლის აგვისტოში ხელშეკრულებაში შესული ცვლილებების ვადამ 15 ოქტომბრამდე გადაიწია. შემდეგ კი როგორც აღმოჩნდა, კონტრაქტორმა სამუშაოების შესრულება დათქმულ ვადებში კვლავ ვერ შეძლო, შესაბამისად, მორიგი ცვლილებების თანახმად სამუშაოების ვადამ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ