„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის – ძალა ერთობაშიას“ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 45-ე ბაღის დირექტორი საარჩევნოდ თანამშრომლებზე ზეგავლენას მოხდენას ცდილობს.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის – ძალა ერთობაშიას“ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის შტაბში აცხადებენ, რომ საჯარო ბაღებში არის მუქარა/ზეწოლის ფაქტები. მაგალითად, სექტემბერში ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ორხევის საბავშვო ბაღის თანამშრომლებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, სოზარ სუბარის შეხვედრებზე მისვლასა და ხმის მიცემას აიძულებდნენ და მიმოწერა გაასაჯაროვა.
ამჯერად, ხაბეიშვილის შტაბში აცხადებენ, რომ სამგორის რაიონში ბაღის ხელმძღვანელობის სახელით ურეკავენ აღსაზრდელების მშობლებს და ეუბნებიან, რომ თუ შვილი საჯარო ბაღში დაჰყავთ, ხმა სოზარ სუბარს და „ქართულ ოცნებას“ უნდა მისცენ, მაგალითად ეს მოხდა ვარკეთილის მეტროსთან მდებარე 45-ე ბაგა-ბაღში, ასევე ვარკეთილის თითქმის ყველა საბავშვო ბაღში. ეს ინფორმაცია მათ ძალიან ბევრმა მშობელმა მიაწოდა. ამის შესახებ ინფორმაცია ხაბეიშვილიs შტაბმა droa.ge-ს განუცხადა.
ხაბეიშვილის შტაბში აცხადებენ, რომ მათ მიერ გავრცელებულ ამგვარ ინფორმაციებზე არანაირი რეაგირება არ ხდება. ამბობენ, რომ ასევე ხაბეიშვილი რამდენჯერმე ესაუბრა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა გვანცელაძეს, დარღვევებზე ინფორმაციები, ჩანაწერი და ფოტოები გაუგზავნა და მოსთხოვა, როგორც სააგენტოს ხელმძღვანელს, რეაგირება გაეკეთებინა, მისგან პასუხი იყო, რომ საქმის კურსში არ არის და გაერკვევა, თუმცა, შემდეგ მისგან არანაირი დაინტერესება არ ყოფილა.