პრემიერი: საქართველოს საკმარისი და საკმარისზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ეყოლება

337

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის საკმაოდ მძიმე გამოწვევის პირობებში, დღეს საქართველოს, სხვა ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით, საკმარისი და საკმარისზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ეყოლება.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს ქვეყანა სრულად იქნება დაფარული დამკვირვებლებით.

“ჩვენ დღეს ქვეყანაში საკმარისი დამკვირვებლები გვყავს და მინდა ხაზგასმით მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, საელჩოებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ ამ სადამკვირვებლო მისიის აღსრულებაში, ამიტომ სრულად ქვეყანა იქნება დაფარული. მე მინდა გავიხსენო, ბრიუსელში ბოლო ვიზიტის დროს, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, პირადად ვესაუბრებოდი ევროსაბჭოს, ევროპარლამენტის, ასევე კომისიის წევრებს, რომ დამკვირვებლების მაქსიმალური რაოდენობა ჩამოსულიყო საქართველოში და იმის შედეგია, რომ პანდემიის საკმაოდ მძიმე გამოწვევის პირობებშიც, დღეს, სხვა ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით, საქართელოს საკმარისი და საკმარისზე მეტი დამკვირვებელი ეყოლება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.