მაკრახიძე: გული მწყდება, რომ გორში გამსახურდიას ძეგლი ჩემი მაჟორიტარობის დროს ვერ დაიდგა

572

გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ რადიო “მოზაიკასთან” საუბრისას გასული 4 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ამ პერიოდმა მნიშვნელოვანი გამოცდილება შესძინა.

ის საბიუჯეტო დაწესებულებაში მუშაობას აღარ აპირებს და აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ ბიზნეს სექტორს დაუბრუნდება. იოსებ მაკრახიძის განმარტებით, დაპირებების უმრავლესობა, რომელიც გორელებთან 2016 წელს გააჟღერა, მისი მხრიდან შესრულებულია.

“ძალიან მინდოდა, რომ ჩემი მაჟორიტარობის პერიოდში გორში ზვიად გამსახურდიას ძეგლი დაედგათ. მაგრამ ალბათ არჩევნების შემდეგ იქნება ეს შესაძლებელი. ჩემი წინადადება გავაცანი გორის მერსაც და ვთხოვე რომ დაედგათ, ძველი აფთიაქი რომ იყო იმ ტერიტორიაზე. მხარი დამიჭირა მერიამ და როგორც ვიცი ტენდერია უკვე გამოცხადებული. სამწუხაროდ ჩემი მაჟორიტარობის დროს ვერ ესწრება,” – აცხადებს იოსებ მაკრახიძე.