ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი, რომელიც წინასაარჩევნოდ მოხდა, რა თქმა უნდა, სრულად და ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, თითოეულ ასეთ საქმეზე შედეგი დადგება.
„ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი, რომელიც წინასაარჩევნოდ მოხდა, რა თქმა უნდა, გამოძიებული სრულად და ბოლომდე უნდა იყოს. მე ძალიან კარგად მესმის, რომ პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე, ვიღაცები შეიძლება დაინტერესებულია გამოძიება რეგლამენტირებულ დროზე უფრო სწრაფად მოხდეს, ვიღაც ცდილობს, რომ რეგლამენტირებული დრო სრულად გამოიყენოს. მე გპირდებით, რომ ნებისმიერი ასეთი ძალადობრივი ფაქტი ბოლომდე მიყვანილი იქნება და თითოეულ საქმეზე შედეგი დადგება. რაც შეეხება, საია-ს, თუ „გამჭვირვალობას“, უბრალოდ დაინტერესდით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთი და იგივეა, როგორც კი არჩევნები ტარდება, გამოვა ზოგიერთი ორგანიზაცია და იტყვის: შემომწირველი იგებს ტენდერებს. მეგობრებო, თუ სადმე უხეში კანონდარღვევა მოხდება, შესაბამისი „ენჯეოები“ ან სამოქალაქო ორგანიზაციები არსებობენ“, – განაცხადა გახარიამ.