გორში მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

652

გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო მძღოლების მისაღებად კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. 

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

1. განცხადება (გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის სახელზე);
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. CV/რეზიუმე;
4. „D” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ასლი;
5.თანხმობა (თანხმობის ფორმა ივსება ადგილზე) ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად/გადასამოწმებლად;
6. რეკომენდაცია-დახასიათება ბოლო სამუშაო ადგილიდან ან/და ცნობა იმის თაობაზე, რომ პირს აქვს
M2-M3 კატეგორიის ავტობუსზე მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება.

“კონკურსში მონაწილე პირმა თან უნდა იქონიოს წარმოდგენილი დოკუმეტების ასლების დედნები.

საკონტაქტო პირი: ექსპლუატაციის სამსახურის უფროსი, ზურაბ მაკრახიძე +995 577 35 44 57.
HR – ეკატერინე ქუთათელაძე, +995 598 77 82 69.

საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. გორი, სტალინის №16, საკრებულოს შენობის პირველი სართული, მარჯვენა ფლიგელი.

საბუთების მიღება იწარმოებს: 2020 წლის 2 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით.
ორშაბათი-პარასკევი 11:00-18:00 საათამდე, ქ. გორი, სტალინის №16, საკრებულოს შენობის პირველ სართულზე, მარჯვენა ფლიგელში,”- აცხადებენ ტრანსპორტის სააგენტოში.