წინა სტატია
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები საარჩევნო უბნებზე დარღვევებით მოქმედებენ.
"ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით უარი თქვეს საარჩევნო კომისიების ფუქციების გამანაწილებელ კენჭისყრებში მონაწილეობაზე. შეინიშნება ჩვენ მიერ მხილებული ნაციონალური მოძრაობის fake და სადამკვირვებლო მოძრაობების დესტრუქციული ქმედებები, რომელთაგან გამოირჩევა "პლატფორმა 2020". ჩვენ ვაფრთხილებდით საზოგადოებას, რომ იგეგმებოდა საარჩევნო ინვენტარის მოპარვაც, აღნიშნული შემთხვევა დაფიქსირდა ბოლნისის N55 საარჩევნო...
მარნეულში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა ხმა 85-ე საარჩევნო უბანზე მისცა. როგორც დარგალი განმარტავს, "ქართული ოცნება" დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.
„ხმა მივეცი საქართველოს განვითარებას, საქართველოს გაძლიერებას, წინსვლას, მე დღეს ხმა მივეცი საქართველოში ყველა დემოკრატიული ღირებულების განვითარებას და უფრო გაძლიერებას. ჩვენ დღეს მარნეულში დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ, ისევე როგორც მთელ საქართველოში. დარწმუნებული ვარ, მარნეულელი და გარდაბნელი ამომრჩევლები სწორ არჩევანს გააკეთებენ.
აქტიურობა როგორც ხედავთ, ნორმალურია,...
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აგიტატორებს აქვთ უფლება ჰქონდეთ საარჩევნო სიები და იქ აღრიცხონ ამომრჩევლები.
"ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, ყველა ქვეყანაში, შესაბამისად მინდა ვუთხრა ჩვენს აქტივისტებს და აგიტატორებს, რომ მათ აქვთ ყველანაირი უფლება, ჰქონდეთ სიები, სიების მიხედვით აღრიცხონ ამომრჩევლები და განახორციელონ ამომრჩევლის მობილიზაცია. ეს არის მათთვის კანონით მინიჭებული უფლება", — განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ქართული ოცნების აგიტატორებს არჩევნების დროს კარდაკარისა...
„სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ კონკრეტულ ადგილებზე რამდენიმე საყურადღებო ფაქტი უკვე გამოვლინდა. ჩიხლაძის თქმით, საარჩევნო უბნებზე რიგები ხელოვნურადაა შექმნილი.
„ჩვენი დამკვირვებლები დილიდან აქტიურად აკვირდებიან სხვადასხვა უბანს. გამოვლინდა უკვე რამდენიმე საყურადღებო ფაქტი, როგორიცაა საარჩევნო უბნებზე არსებული დიდი რიგები და გვიჩნდება აზრი, რომ ეს ხელოვნურად შექმნილია, რათა ამომრჩეველს შეუქმნან ბარიერი, ხმა არ მისცეს და...
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარკვეული ჯგუფები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს სთხოვენ, დღეს, სამხედრო ფორმებში გამოცხადებას და მზადყოფნას, სხვადასხვა მიმართულებით გასაგზავნად.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია, ქვეყნის მოღალატე სუბიექტები, რომლებიც ყოველთვის გამოირჩეოდნენ ანტიეროვნული ისტერიით, სახელმწიფოებრივი ინტერესების უგულებელყოფით, ადამიანის სიცოცხლის უფლებისა და თავისუფლების ხელყოფით, შერჩევითი სამართლით, ჩვენი თანამებრძოლების და მოქალაქეების ქუჩაში დახვრეტით, კვლავ...
წინა სტატია
ყიზილაჯლოს 89-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ხმაური და დაპირისპირებაა, საკრებულოს თავმჯდომარე, საარჩევნო შტაბის უფროსი ამირან გიორგაძე მივიდა.
როგორც ის განმარტავს, ადგილზე სიტუაციაში გასარკვევად იმყოფება.
"მე მაქვს უფლება, ყველა უბანზე მივიდე. დავდივარ, ყველა უბანზე, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ახდენენ პროვოკაციებს, მე ვარ საარჩევნო შტაბის უფროსი, რათა დავაწყნარო სიტუაცია. აქაც ამ მიზნით მოვედი, მითხრეს, რომ რაღაც ხდება", - განაცხადა გიორგაძემ.
მარნეულის მუნიციპალიტეტში, ყიზილაჯლოს 89-ე...
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების დღეს დაგეგმილი დესტრუქციული ქმედებების ნაწილი უკვე დადასტურდა.
როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინზე განაცხადა, ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით უარი თქვეს საარჩევნო კომისიებში ფუნქციების გასანაწილებელ კენჭისყრებში მონაწილეობაზე.
მისივე თქმით, შეინიშნება „ნაცმოძრაობის“ ფეიკ-სადამკვირვებლო ორგანიზაციების დესტრუქციული ქმედებები, რომელთაგან “პლატფორმა 2020“ გამოირჩევა.
გარდა ამისა, როგორც კობახიძემ განაცხადა, საარჩევნო ინვენტარის მოპარვის ფაქტი დაფიქსირდა...
შემდეგი სტატია
მარნეულის მუნიციპალიტეტში, ყიზილაჯლოს 89-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
ყიზილაჯლოს 89-ე საარჩევნო უბნიდან კომისიის მდივანმა ანარ მამიშოვმა "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებლები გააძევა. როგორც ის განმარტავს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ საარჩევნო პროცესს ხელი ეშლებოდა.
არასამთავრობო ორგანიზაციის "სამოქალაქო პლატფორმის" წარმომადგენლის დავით ქიმაძის განცხადებით, მას ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ანარ მამიშოვის...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვირვებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ძირითად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ჩვენი სტატიკური დამკვირვებლები არიან წარმოდგენილნი, დროულად გაიხსნა. თუმცა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, შეინიშნება დარღვევის უფრო დიდი რაოდენობა.
ჩვენ მიერ დაფიქსირდა 100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენმა დამკვირვებლებმა დაწერეს 15 საჩივარი. მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:
დამკვირვებლების გამოძევება
გურჯაანის #09.12.15 უბნიდან გამოაძევეს ჩვენი...
„ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლის განცხადებით, ახალციხის სოფელ სხვილისის N34 საარჩევნო უბნის მიმდებარედ წარწერა „ქ.ო“, რომელიც „ქართული ოცნების“ ინიციალებია, დღეს 10:00 საათისთვის შენიშნეს. ამის გამო მან საჩივარი დაწერა, ინიციალებს კი ხალიჩა გადააფარეს.
“ეს დიდი ალბათობით საარჩევნო აგიტაციას ნიშნავს, რადგან უბნიდან 22 მეტრის მოშორებით წერია. ეს არის „ქართული ოცნების“ ინიციალები. ჩვენ გადავაფარეთ ხალიჩა, რადგან საღებავით წერია, სკოლის ეზოა და აღარ გადავღებეთ. ასევე დავწერეთ საჩივარი,...
„ნაციონალური მოძრაობის“ თელავი-ახმეტა-ყვარელი- ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი მმართველ გუნდს მათი მხარდამჭერების დაშინებაში ადანაშაულებს.
გიორგი ბოტკოველმა ეს განცხადა სოფელ ყარაჯალაში გააკეთა და ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტონ საარჩევნო კაბინაში მოქალაქეებთან ერთად შესვლა და გაყალბება.
მისი მტკიცებით, ხმის მისაცემად მოსულ ამომრჩეველს სოფლის რწმუნებულები მიყვებიან და მართველი გუნდის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
„სოფელ ყარაჯალაში მიმდინარეობს პირდაპირი დაშინება და მოსყიდვა. საარჩევნო უბნებთან კი მობილიზებულები არიან ადგილობრივები, რომლებიც პირდაპირ ჩვენი მხარდამჭერების...
მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი „მწვანე დედამიწის“ დამკვირვებლებად დარეგისტრირდნენ და ამ სტატუსით საარჩევნო უბნებზე იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ ამირან გიორგაძე წინასაარჩევნო პერიოდში კანონდარღვევის ფაქტებში არაერთხელ დაფიქსირდა, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი ლაშა ქველაძე მას ცემაში ადანაშაულებდა. გიორგაძე პოლიციამ გამოკითხა, თუმცა, მის მიმართ საქმე არ აღძრულა.
დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი. როგორც კი ფაქტები გვექნება, ჩვენ გავაჟღერებთ ოლქს და უბანს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
დავით უსუფაშვილმა და თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე არჩევნების მიმდინარეობის დროს არსებულ დარღვევებზე ისაუბრეს. მათი ინფორმაციით, “ლელოს“ დამკვირვებლებმა ამ დროისთვის რამდენიმე საჩივარი დაწერეს. ერთი ნაძალადევის მე- 13 უბანზე, სადაც საკონტროლო ფურცელში ჩაწერეს ადამიანი, რომელიც გადასატანი ყუთის სიაში იყო ჩაწერილი. ასევე მათი ინფორმაციით, დარღვევა...
,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების საერთო მონაპოვარია. ამ მონაპოვარის გაფრთხილება თითოეული ჩვენგანის, თითოეული პოლიტიკური პარტიისა და პოლიტიკოსის პასუხისმგებლობაა. მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ ამ პასუხისმგებლობით და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის სათანადო გარემოში წარმართვას.
საარჩევნო პროცესი და პროცედურები არსებითად მშვიდ გარემოში და არსებითი ხარვეზების გარეშე წარიმართება.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ამომრჩევლის მაღალი აქტივობა,...
წინა სტატია
ქუთაისში ამომრჩევლებს ხმის სანაცვლოდ თანხას აძლევენ. ამასთან, საარჩევნო უბნების უმეტესობასთან "ქართული ოცნების" კოორდინატორები არიან მობილიზებულები და ისინი სპეციალური სიებით მოქმედებენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ გარდა ქუთაისისა, ზუგდიდის მე-3 საარჩევნო უბანთან ოპოზიციური პარტიის დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ კოორდინატორები დაბურულმინებიანი მანქანიდან ფულს არიგებენ.
ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 15 -მდე საჩივარია შესული. კომისის თავმჯდომარის სალომე როდონაიას განცხადებით, ყველა მათგანი პროცედურულ დარღვევებს შეეხება და არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს.
"არის გარკვეული უბნები, სადაც იყო პრობლემები, ხმაური. საოლქო კომისიის წარმომადგენლები მივიდნენ უბანზე და შესაბამისად მოხდა ამ პრობლემების მოგვარება. რაც შეეხება საჩივრებს, უბნებზეც იწერება საჩივრები და საოლქოშიც არის შემოსული დაახლოებით 15 საჩივარი. რომელიც არის პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































