ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 15 -მდე საჩივარია შესული. კომისის თავმჯდომარის სალომე როდონაიას განცხადებით, ყველა მათგანი პროცედურულ დარღვევებს შეეხება და არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს.
“არის გარკვეული უბნები, სადაც იყო პრობლემები, ხმაური. საოლქო კომისიის წარმომადგენლები მივიდნენ უბანზე და შესაბამისად მოხდა ამ პრობლემების მოგვარება. რაც შეეხება საჩივრებს, უბნებზეც იწერება საჩივრები და საოლქოშიც არის შემოსული დაახლოებით 15 საჩივარი. რომელიც არის პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით, ამათზე, რა თქმა უნდა, რეაგირება ადგილზე ხდება, დანარჩენთან დაკავშირებით საოლქო კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას,” – განაცხადა სალომე როდონაიამ.