სხვილისის N34 საარჩევნო უბანზე ‘ქართული ოცნების’ ინიციალებს ხალიჩა დააფარეს

365

„ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლის განცხადებით, ახალციხის სოფელ სხვილისის N34 საარჩევნო უბნის მიმდებარედ წარწერა „ქ.ო“, რომელიც „ქართული ოცნების“ ინიციალებია, დღეს 10:00 საათისთვის შენიშნეს. ამის გამო მან საჩივარი დაწერა, ინიციალებს კი ხალიჩა გადააფარეს.

“ეს დიდი ალბათობით საარჩევნო აგიტაციას ნიშნავს, რადგან უბნიდან 22 მეტრის მოშორებით წერია. ეს არის „ქართული ოცნების“ ინიციალები. ჩვენ გადავაფარეთ ხალიჩა, რადგან საღებავით წერია, სკოლის ეზოა და აღარ გადავღებეთ. ასევე დავწერეთ საჩივარი, რომელიც კომისიამ მიიღო“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი ირაკლი ძოწენიძე.