ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები საარჩევნო უბნებზე დარღვევებით მოქმედებენ.
“ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით უარი თქვეს საარჩევნო კომისიების ფუქციების გამანაწილებელ კენჭისყრებში მონაწილეობაზე. შეინიშნება ჩვენ მიერ მხილებული ნაციონალური მოძრაობის fake და სადამკვირვებლო მოძრაობების დესტრუქციული ქმედებები, რომელთაგან გამოირჩევა “პლატფორმა 2020″. ჩვენ ვაფრთხილებდით საზოგადოებას, რომ იგეგმებოდა საარჩევნო ინვენტარის მოპარვაც, აღნიშნული შემთხვევა დაფიქსირდა ბოლნისის N55 საარჩევნო უბანზე, სადაც ოპოზიციის ორ წარმომადგენელს, ევროპული საქართველოს და ვაშაძის პარტიის კანდიდატს ჰქონდათ გადასატანი ყუთის მოპარვის მცდელობა”, — განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე განაცხადა, რომ აღინიშნება ზოგიერთი “fake სადამკვირვებლო ორგანიზაციის” მიერ საარჩევნო უბანზე წესების დარღვევა და “ზონდერ ჯგუფების მობილიზება”.
“ფისტოლეტით გადაადგილდება დემონსტრაციულად დიმიტრი შაშკინი. ვაფრთხილებთ მათ, რომ დესტრუქციის ნებისმიერ მცდელობას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი.
ირაკლი კობახიძე ამბობს იმასაც, რომ საარჩევნო ყუთის მოპარვას ევროპული საქართველოს და სტრატეგია აღმაშენებლის წევრების მიერ TV პირველის ოპერატორი იღებდა, თუმცა კადრი გათიშა და მიზეზად ტექნიკური ხარვეზი დაასახელა.