ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აგიტატორებს აქვთ უფლება ჰქონდეთ საარჩევნო სიები და იქ აღრიცხონ ამომრჩევლები.
“ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, ყველა ქვეყანაში, შესაბამისად მინდა ვუთხრა ჩვენს აქტივისტებს და აგიტატორებს, რომ მათ აქვთ ყველანაირი უფლება, ჰქონდეთ სიები, სიების მიხედვით აღრიცხონ ამომრჩევლები და განახორციელონ ამომრჩევლის მობილიზაცია. ეს არის მათთვის კანონით მინიჭებული უფლება”, — განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ქართული ოცნების აგიტატორებს არჩევნების დროს კარდაკარისა და აგიტაციის ჩატარებაში უცხოელებმა, ამერიკელებმა და ევროპელებმა, ტრენინგებიც ჩაუტარეს.