მარნეულის და ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარეები “მწვანე დედამიწის” დამკვირვებლებად

1040

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი „მწვანე დედამიწის“ დამკვირვებლებად დარეგისტრირდნენ და ამ სტატუსით საარჩევნო უბნებზე იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ ამირან გიორგაძე წინასაარჩევნო პერიოდში კანონდარღვევის ფაქტებში არაერთხელ დაფიქსირდა, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი ლაშა ქველაძე მას ცემაში ადანაშაულებდა. გიორგაძე პოლიციამ გამოკითხა, თუმცა, მის მიმართ საქმე არ აღძრულა.