წინა სტატია
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი და გლდანში ოპოზიციის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატი ნიკა მელია, გლდანის საარჩევნო უბანთან არსებულ დაძაბულ ვითარებას ეხმაურება და ამბობს, რომ ქართული ოცნება არჩევნებს აგებს და ამიტომ კრიმინალების მობილიზება მოახდინა.
მელიამ მხარდამჭერებს მოუწოდა, გამოცხადდნენ გლდანის ცენტრალურ შტაბთან, რომ ხმები დაიცვან.
„არ იგრძნობა კიდევ ის დაძაბულობა, რომელიც არის გლდანის რაიონში და რომლის სულის ჩამდგმელი არის ხელისუფლება კრიმინალთან ერთად. უკანასკნელი მონაცემებით, გლდანის რაიონში უპირობოდ...
მარნეულში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი აზერ სულეომანოვი საღამოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქციას აანონსებს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში სულეიმანოვი აცხადებს, არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს.
"სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" სპეცოპერაციას ატარებს თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ. მათ ძალადობის, მოსყიდვის, მუქარის გზა არჩიეს. ყველა უბანში კარუსელის, მოსყიდვისა და ზეწოლის ფაქტია. აქტიური მოსახლეობის 25%-დან ყველა ოპოზიციის მომხრეა, გარდა 5 %-ისა“, - აცხადებს სულეიმანოვი.
წინა სტატია
შემდეგი სტატია
"ქართული ოცნების" ერთერთმა ლიდერმა, მამუკა დინარაძემ, ბრიფინგზე გლდანში მომხდარი დაპირისპირება განიხილა და თქვა, რომ პროვოკაცია "ნაციონალური მოძრაობის" ზონდერების მოწყობილია.
„როგორც მოსალოდნელი იყო და ჩვენ საზოგადოებას ვაფრთხილებდით ამის შესახებ რამდენიმე დღის განმავლობაში, გლდანში მოსალოდნელი იყო ძალიან მძიმე პროვოკაციები და არა მხოლოდ გლდანში, ჩვენს მიერ გამართულ ბრიფინგებზე რამდენიმე ლოკაცია დავასახელეთ. „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბებიდან გვქონდა ინფორმაცია, რომ ისინი გლდანის რაიონში აპირებდნენ...
ზუგდიდის #33 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ხმაური და მცირე სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ადგილზე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ანა წითლიძე, რომელიც ამბობს, რომ რამდენიმე პირი სხვადასხვა უბანზე ე.წ კარუსელის დატრიალებას ცდილობს.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული პირები სწორედ სოფელ აბასთუმანში #33 უბანთან იმყოფებოდნენ.
„20-მდე ადამიანი ჰყავთ მობილიზებული ზუგდიდის მასშტაბით. ნაწილი განაწილებულია სოფლებში, ნაწილი ქალაქში",- აცხადებს წითლიძე.
მისი განცხადება ადგილზე მყოფებმა გააპროტესტეს. მათ ანა წითლიძეს პროვოკატორი უწოდეს.
"ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები მარნეულის მე-3 საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვენ. აღნიშნულ უბანზე ყოფნისას „ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა აჰმედ იმამკულიევმა განაცხადა, რომ მე-3 უბანი ე.წ .სომხურ კარუსელს ემსგავსება.
„ამ უბანში ზეწოლა იყო ოპოზიციის დამკვირვებლებსა და კომისიიის წევრებზე. უბნიდან მათი გაშვება უნდოდათ. ახლა ჩვენ დავინახეთ, რომ რამდენიმე პირმა შიგნით შესვლა სცადა. ჩვენ ამის ვიდეო მტკიცებულებები გვაქვს. მე-3 უბანზე ე.წ "სომხური კარუსელია"...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
გლდანში, საარჩევნო უბანზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ამჟამად 5 ადამიანია დაკავებული.
„ შსს-ის წარმომადგენლები მობილიზებულები არიან საარჩევნო უნებთან. ადგილზე მოხდა ინციდენტი. მხარეებს შორის იყო დაპირისპირება. გავერკვევით სიტუაციაში. ამ ეტაპისთვის დავაკავეთ 5 პიროვნება....
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვირვებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დღის მეორე ნახევარში ზოგიერთი უბნის გარეთ პროცესი გარკვეული დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს, თუმცა უბნების უმეტესობაში კვლავაც სიმშვიდეა. 2018 წლის საპრეზიდენტო და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, შეინიშნება დარღვევების უფრო დიდი რაოდენობა.
ჩვენ მიერ დაფიქსირდა 130-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენმა დამკვირვებლებმა დაწერეს 31 საჩივარი. მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:
ფიზიკური დაპირისპირება და...
“ნაციონალური მოძრაობის” სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” საარჩევნო უბნებზე “კრიმინალური ელემენტები” ჰყავს მობილიზებული. მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ხაბეიშვილის შეფასებით, “სახელმწიფო ფაქტობრივად, ჩამოშლილია”.
„39-ე უბანზე ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთ-ერთ ჩვენს დამკვირვებელს, ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთ-ერთ გოგონას, რომელიც იღებდა თანხის გადაცემის პროცესს. იგივე მოხდა 49-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ასევე ჩვენს დამკვირვებელს დაესხნენ თავს. სამწუხარო რეალობაა, რომ...
წინა სტატია
"ევროპული საქართველოს იარაღი არის ხალხის ხმა. ჩვენ არ გვჭირდება არანაირი სხვა იარაღი, ტყუილია". – ევროპული საქართველოს წარმომადგენელი მარნეულში, აჰმედ იმამკულიევი.
On.ge-ის ჟურნალისტის დარინა ქამადაძის თქმით, ის უბანზე ფოტოების გადასაღებად შევიდა, რეგისტრაციის დროს კი შენიშნა ადამიანი, რომელიც საეჭვოდ მოეჩვენა და ჰკითხა, რომელ ორგანიზაციას წარმოადგენდა. ჟურნალისტი ამბობს, რომ ამ პირმა ჯერ ცესკოს მიერ გაცემულ დამკვირვებლის მოწმობაზე მიუთითა, რომელიც ქურთუკის ქვეშ ჰქონდა, შემდეგ კი აჩვენა, რომ...
წინა სტატია
ქუთაისში "ლეიბორისტული პარტიის" მერობის კანდიდატის, ირაკლი კიკვაძის ცემის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლას სამსახურეობრივი მდგომარეობის ან იარაღის გამოყენებით, მოტყუებით, ძალადობით ან ძალადობის მუქარითა და ჯგუფურად.
დანაშაული ისჯება ჯარიმით ან პატიმრობით ორიდან სამ წლამდე.
ცნობისთვის, "ლეიბორისტული პარტიის” მერობის კანდიდატის ირაკლი კიკვაძის ინფორმაციით, უბანზე დილიდან მათ წარმომადგენლებს ხელს...
ვანში, საარჩევნო უბანზე, ვიდეოკამერა ხმის მიცემის კაბინასთანაა დამონტაჟებული, რაც კანონდარღვევაა. ხონში კი, საკრებულოს მოქმედი დეპუტატი საარჩევნო უბანზე დამკვირვებელია. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
საარჩევნო უბანზე კოორდინატორები "ქართული ოცნების" მაისურებით მივიდნენ, რაც სააგიტაციო მასალად ითვლება და კანონით ისჯება. ამასთან, რამდენიმე კოორდინატორი ამომრჩეველს "ცესკოს" ბაზებიდან ამოღებული სიებით აკვირდება და ამბობს, რომ საუბრის უფლება არ აქვს.
"არ მაქვს უფლება, რომ ვისაუბრო", - ამბობს კოორდინატორი.
შეგახსენებთ, რომ...
ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, 15:00 საათის მდგომარეობით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 90 საჩივარია შესული.
როგორც მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს ეხება.
„საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში არის შესული 90 საჩივარი, რომელიც ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს, მაგალითისთვის, ეს არის წილისყრის პროცედურების დარღვევა, საკონტროლო ფურცლის არასწორი შევსება, სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოების წესების დარღვევა და სხვა ტიპის ხარვეზები. თითოეულ საჩივარს კანონით დადგენილ ვადებში საოლქო...
შემდეგი სტატია
გლდანში, 179-ე საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ რამდენიმე ათეული აქტივისტი უპირისპირდება.
ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავია მობილიზებული. შეხლა-შემოხლაა პოლიციასთანაც.
ცოტა ხნის წინ სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანეს.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია გლდანის 39-ე საარჩევნო უბანთან სროლის შესახებ. ჯერჯერობით, არაა დაზუსტებული დააკავეს თუ არა პირი, რომელმაც გაისროლა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
მარნეულში, სოფელ აზიზ ქენდიში, #14 უბანზე მყოფ On.ge-ს ჟურნალისტს ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა მუშაობაში ხელი შეუშალა. დარინა ქამადაძის თქმით, უბანზე ფოტოების გადასაღებად შევიდა, რეგისტრაციის დროს კი შენიშნა ადამიანი, რომელიც საეჭვოდ მოეჩვენა და ჰკითხა, რომელ ორგანიზაციას წარმოადგენდა. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ამ პირმა ჯერ ცესკოს მიერ გაცემულ დამკვირვებლის მოწმობაზე მიუთითა, რომელიც ქურთუკის ქვეშ ჰქონდა, შემდეგ კი აჩვენა, რომ შეიარაღებულია. დარინა ქამადაძის თქმით,...
გლდანის ოლქის 79-ე უბანზე, „პუბლიკის” ჟურნალისტი მინდია გაბაძე იღებდა მოქალაქეს, რომელიც იგინებოდა და აგრესიულად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ჟურნალისტებს.
ამ ფაქტის გადაღების დროს აგრესიულად განწყობილმა პირმა ფეხი დაარტყა მას.
გარდა ფიზიკური დაზიანებისა, „პუბლიკის” ჟურნალისტს დაუვარდა ტელეფონი და დაზიანდა.
მიდია გაბაძე პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარომადგენლები აცხადებენ, საგამოძიებო მოქმედებები მომდინარეობს.
გლდანის #79 უბანთან “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია, თუმცა, სამართალდამცავები მუშაობას განაგრძობენ.
დაპირისპირების შედეგად ერთ-ერთი მედიის წარმომადგენელს მობილური ტელეფონი დაუზიანეს. ასევე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ტვ “ფორმულას” ოპერატორს, დაზიანება მიიღო ტვ “პირველის” ჟურნალისტმაც.
TV პირველის ჟურნალისტი ჰყვება, რომ დღის განმავლობაში ადგილზე მოქალაქეები ოპოზიციის წარმომადგენლებს სიტყვიერად, ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ და მედიის წარმომადგენლებს საქმიანობის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































