ზუგდიდის #33 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ხმაური და მცირე სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ადგილზე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ანა წითლიძე, რომელიც ამბობს, რომ რამდენიმე პირი სხვადასხვა უბანზე ე.წ კარუსელის დატრიალებას ცდილობს.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული პირები სწორედ სოფელ აბასთუმანში #33 უბანთან იმყოფებოდნენ.
„20-მდე ადამიანი ჰყავთ მობილიზებული ზუგდიდის მასშტაბით. ნაწილი განაწილებულია სოფლებში, ნაწილი ქალაქში”,- აცხადებს წითლიძე.
მისი განცხადება ადგილზე მყოფებმა გააპროტესტეს. მათ ანა წითლიძეს პროვოკატორი უწოდეს.