გლდანში დაპირისპირებისას ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი დააკავეს

528

შემდეგი სტატია

გლდანში, 179-ე საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ რამდენიმე ათეული აქტივისტი უპირისპირდება.

ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავია მობილიზებული. შეხლა-შემოხლაა პოლიციასთანაც.

ცოტა ხნის წინ სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანეს.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია გლდანის 39-ე საარჩევნო უბანთან სროლის შესახებ. ჯერჯერობით, არაა დაზუსტებული დააკავეს თუ არა პირი, რომელმაც გაისროლა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.