გლდანის ოლქის 79-ე უბანზე, „პუბლიკის” ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

459

გლდანის ოლქის 79-ე უბანზე, „პუბლიკის” ჟურნალისტი მინდია გაბაძე იღებდა მოქალაქეს, რომელიც იგინებოდა და აგრესიულად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ჟურნალისტებს.

ამ ფაქტის გადაღების დროს აგრესიულად განწყობილმა პირმა ფეხი დაარტყა მას.

გარდა ფიზიკური დაზიანებისა, „პუბლიკის” ჟურნალისტს დაუვარდა ტელეფონი და დაზიანდა.

მიდია გაბაძე პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარომადგენლები აცხადებენ, საგამოძიებო მოქმედებები მომდინარეობს.