ცესკოს სპიკერის განცხადებით, 15:00 საათის მდგომარეობით, საოლქო კომისიებში 90 საჩივარია შესული

281

ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, 15:00 საათის მდგომარეობით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 90 საჩივარია შესული.

როგორც მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს ეხება.

„საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში არის შესული 90 საჩივარი, რომელიც ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს, მაგალითისთვის, ეს არის წილისყრის პროცედურების დარღვევა, საკონტროლო ფურცლის არასწორი შევსება, სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოების წესების დარღვევა და სხვა ტიპის ხარვეზები. თითოეულ საჩივარს კანონით დადგენილ ვადებში საოლქო საარჩევნო კომისიები შეისწავლიან და მოახდენენ შესაბამის რეაგირებას“, – განაცხადა მიქელაძემ.