ჯანდაცვის მინისტის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ექიმებს აქვთ საშუალება, მოსახლეობასთან უფრო მეტად ახლოს მიიტანონ ვაქცინა და ისინი ვაქცინაციის პროცესში დაარწმუნონ. როგორც მან განმარტა, ამ თვალსაზრისით გარკვეული გეგმა უკვე შემდეგი კვირიდან ამოქმედდება. „საქართველოში ვაქცინაცია რჩება კვლავ ერთ-ერთ პირველ და მთავარ გამოწვევად. გარკეულწილად ტემპის კლება მოსალოდნელი იყო. სწორედ აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვთ...
მაღალმთიანი აჭარისა და სამცხე-ჯავახეთისთვის ხულო-ზარზმის პროექტის დასრულება განვითარების ახალი ეტაპი იქნება, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად მან ხულო-ზარზმის გზაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. მაღალმთიან აჭარაში უკვე წლებია ელიან ხულო-ზარზმის პროექტის განხორციელებას. „მაღალმთიანი აჭარა, აქ მცხოვრებლები უკვე წლებია ელიან ამ პროექტის განხორციელებას, მის დასრულებას და დარწმუნებული ვარ, დათქმულ ვადებში...
მერობის კანდიდატი ლადო ხინჩეგაშვილი არცერთ გადაცემაში არ წავა, – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო “ქართულმა ოცნებამ” 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. “ქართულმა ოცნებამ” გორის მერობის კანდიდატად მსოფლიო ჩემპიონი, მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 30 ივლისს დაასახელა. 2 აგვისტოდან კი ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ამის შემდეგ სპორტული კარიერიდან პოლიტიკაში გადასული კანდიდატი მედიასთან პირისპირ აღარ გამოჩენილა. საარჩევნო შტაბის გადაწყვეტილებით, მისი მედიასთან...
ცესკო-მ გორის საარჩევნო ოლქში სპეცჯგუფების წევრების შერჩევაზე კონკურსი გამოაცხადა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს კონკურსს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალური ჯგუფების...
მარნეულის მერია 2021-2022 წლების განმავლობაში ადგილობრივი მიშვნელობის საავტომობილო გზების და სახიდე გადასასვლელების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაობს გეგმავს. საპროეტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესასყიდად ადგილობრივმა თვითმმართველობამ 308 500 ლარიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მზარნეული ავრცელებს. დოკუმენტაციის თანახმად, აღნიშნული წლების განმავლობაში, სულ 27 სოფელშია დაგეგმილია შიდა ან ცენტრალური გზის რეაბილიტაცია. კაჩაგანის შიდა გზების მოასფალტება კაპანახჩის შიდა გზების მოასფალტება თამარისის შიდა გზების მოასფალტება ბეგლიარის შიდა გზების მოასფალტება მარადისის შიდა გზის მოასფალტება შაუმიანის...
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრაში ბრალდებულ პირს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და თუ დადასტურდება, რომ ასეთი ადამიანის მიმართ პროვოკაცია მიზანმიმართულად განხორციელდა, „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობა დამძიმდება. ამასთან, როგორც კობახიძემ დმანისში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა, სამი თვის განმავლობაში მოხერხდა, რომ წინასაარჩევნო ვითარება უპრეცედენტოდ მშვიდობიანი იყო, თუმცა „მძიმე გამონაკლისი მივიღეთ“. „ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი. სამი თვის გამავლობაში მოხერხდა...
ძალადობის ადგილი დემოკრატიულ საარჩევნო კამპანიაში არ არის და საჭიროა მოხდეს არა მხოლოდ მისი დაგმობა, არამედ უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ ამას შესაბამისი სამართლებრივი მოკვლევა მოჰყვება, რაც, იმედია, დაწყებულია და შედეგებს მოიტანს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, რას ფიქრობდა საარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით. „ძალადობა არის პოლარიზაციის კიდევ ერთი ასპექტი, რასაც ჩვენ კვლავ...
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საკუთარი შესაძლებლობები „ცხოვრებაში პირველად სწორად შეაფასა და დებატებს გაექცა“. კითხვაზე, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რის გამოც ნიკა მელიამ მერობის კანდიდატებს შორის დებატები დატოვა, კობახიძემ განაცხადა, რომ მელიას სათქმელი არაფერი აქვს. „მელია გაექცა დებატებს ერთი მარტივი მიზეზის გამო - მას სათქმელი არაფერი აქვს. მას არ აქვს არც ინტელექტი, ის არის...
"ქართული ოცნებაში" არის ნულოვანი დაპირისპირება, გუნდი არის ძლიერი და ერთიანი, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით, გუნდში ხომ არ არსებობს გარკვეული დაპირისპირება. როგორც უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, დაპირისპირება არა მმართველ გუნდში, არამედ ოპოზიციონერ ლიდერებს შორის არსებობს: "ქართულ ოცნებაში" არის ნულოვანი დაპირისპირება, გუნდი არის ძლიერი და ერთიანი. ეს პრობლემები თქვენ...
თუ ის დადასტურდება, რომ მძიმე პროვოკაციას ადგილი ჰქონდა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანის მიმართ, ეს „ნაცმოძრაობას“ ძალიან მძიმედ დაუჯდება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დმანისში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კონკრეტულ დეტალებზე ჯერ აღნიშნულთან დაკავშირებით დანამდვილებით საუბარი არ შეუძლია. „გუშინ, გახსოვთ, როგორი მკაცრები და ხისტები ვიყავით ამ პროვოკაციის ჩამდენის მიმართ. ბუნებრივია, ეს ძალაში რჩება, მაგრამ...
5-6-ჯერ მეტი დრო ჰქონდა სახელისუფლებო კანდიდატს. 16 ადამიანში შეუძლებელია, სერიოზულად ისაუბრო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ „ქრონიკას“ ნიკა მელიას მიერ დებატების დატოვების მიზეზებზე საუბრისას განუცხადა. მან განმარტა, რატომ მიიღო ნიკა მელიამ გუშინ საზოგადოებრივ არხზე მერობის კანდიდატებისთვის გამართული პოლიტიკური დებატების დატოვების გადაწყვეტილება. „ეს გადაწყვეტილება ნიკა მელიამ მიიღო იმიტომ, რომ დებატების ფორმატი არ ასახავდა არც პოლიტიკურ განწყობას, არც რეალობას და...
„ნაციონალური მოძრაობის“ დმანისის მერობის კანდიდატი გიორგი ტატუაშვილი აცხადებს, რომ დმანისში ორი ადამიანის დაჭრასთან დაკავშირებით მის პარტიაში გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ. „გამოძიების მიმართ ნდობა დაკარგულია, იმიტომ რომ „ქართული ოცნების“ დმანისის მერობის კანდიდატის ძმა კახა მურადაშვილი არის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რომელიც დმანისში იმყოფება და ხალხს აშინებს. მან რა უნდა გამოიძიოს? მე ვფიქრობ, რომ თვალის ასახვევად ვიღაცებს დააკავებენ, მაგრამ ამ ზონდერბრიგადის...
ჩვენ ახლა ვიცით, რომ ვირჩევთ ადამიანს, რომლის შვილმაც, მამის არჩევის გამო, კაცი კინაღამ მოკლა, - ამის შესახებ „გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დმანისში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. ხვიჩია აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება" ამ კანდიდატს უნდა ხსნიდეს რეგისტრაციიდან. „თუ მართლა „ქართული ოცნების" კანდიდატის შვილის მიერ მოხდა დაჭრა, ის კანდიდატი უნდა მოიხსნას. ჩვენ ახლა ვიცით, რომ ვირჩევთ ადამიანს, რომლის შვილმაც მამის არჩევის გამო კაცი...
ის, რაც დმანისში მოხდა, ხდებოდა ყოველთვის, ყოველ წელიწადს ამ 9 წლის განმავლობაში, როდესაც არჩევნები ტარდებოდა, - ამის შესახებ რომან გოცირიძემ განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიიჩნევს, რომ ინციდენტში დამნაშავე გათავისუფლდება. „ამ 9 წლის განმავლობაში, ვინმე გინახავთ სასჯელმისჯილი და დაპატიმრებული? ახლა წინასაარჩევნოდ დააკავებენ ამ ვიღაც ნაძირალა დამნაშავეს, რომელმაც დაასახიჩრა ადამიანები და შემდეგ გამოუშვებენ“, - აღნიშნავს გოცირიძე. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური...
„ტროლები“ თითქმის ყველა დიდ პარტიას ჰყავს, ვისაც „ტროლების“ შენახვის ფული აქვს - ტროლები "ქართულ ოცნებასაც" ბლომად ჰყავს, - ამ განცხადებით პოლიტიკურ ჯგუფ „გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი „ქართული ოცნების" დეპუტატის შალვა პაპუაშვილის ბრიფინგს გამოეხმაურა. რაქვიაშვილის თქმით, ნებისმიერ სოციალურ გვერდზე „ტროლების“ მრავალსახეობის ნახვაა შესაძლებელი. „არ მგონია, ეს ეფექტიანი იყოს და რაიმე შედეგი მოჰყვებოდეს, გარდა იმისა, რომ ერთი პარტიის „ტროლები“ მეორე პარტიის „ტროლებს“ აგინებენ....
"ნაციონალურ მოძრაობასაც" ჰყავს თავის "ტროლ-ბოტების" ლაშქარი და "ქართულ ოცნებასაც" - იცოცხლე - ეს არის საძაგლობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციის "ტროლებთან" დაკავშირებით "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შალვა პაპუაშვილის ბრიფინგს გამოეხმაურა. მისი თქმით, მთავარ საკითხებზე საუბრის ნაცვლად, „ტროლების" მეშვეობით ზიზღის და სიძულვილის გავრცელება ხდება. „საზიზღრობაა ეს „ტროლები“ და „ბოტები“. სამწუხაროდ, ყველა პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობასაც" ჰყავს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ