კობახიძე: “ქართული ოცნებაში” არის ნულოვანი დაპირისპირება, გუნდი ძლიერი და ერთიანია – გუნდის გახლეჩვის კუთხით პრობლემები ოპოზიციურ პარტიებს აქვთ

345

“ქართული ოცნებაში” არის ნულოვანი დაპირისპირება, გუნდი არის ძლიერი და ერთიანი, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით, გუნდში ხომ არ არსებობს გარკვეული დაპირისპირება.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, დაპირისპირება არა მმართველ გუნდში, არამედ ოპოზიციონერ ლიდერებს შორის არსებობს:

“ქართულ ოცნებაში” არის ნულოვანი დაპირისპირება, გუნდი არის ძლიერი და ერთიანი. ეს პრობლემები თქვენ იცით, ვისაც აქვს – გუნდის გახლეჩვის კუთხით პრობლემები ოპოზიციურ პარტიებს აქვთ, სადაც არის მუდმივი დაპირისპირებები პარტიის ხელმძღვანელებს შორის, განსაკუთრებით გამოირჩევა “ნაციონალური მოძრაობა” და არა მარტო “ნაცმოძრაობა,” სხვა პარტიებშიც არის იგივე პრობლემები. ამას ხედავს საზოგადოება, რაც განაპირობებს იმ შედეგებს, რომელიც არის ნაჩვენები სოციოლოგიურ კვლევებში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.