რაქვიაშვილი: „ტროლები“ თითქმის ყველა დიდ პარტიას ჰყავს, ვისაც „ტროლების“ შენახვის ფული აქვს

247

„ტროლები“ თითქმის ყველა დიდ პარტიას ჰყავს, ვისაც „ტროლების“ შენახვის ფული აქვს – ტროლები “ქართულ ოცნებასაც” ბლომად ჰყავს, – ამ განცხადებით პოლიტიკურ ჯგუფ „გირჩის” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი „ქართული ოცნების” დეპუტატის შალვა პაპუაშვილის ბრიფინგს გამოეხმაურა.

რაქვიაშვილის თქმით, ნებისმიერ სოციალურ გვერდზე „ტროლების“ მრავალსახეობის ნახვაა შესაძლებელი.

„არ მგონია, ეს ეფექტიანი იყოს და რაიმე შედეგი მოჰყვებოდეს, გარდა იმისა, რომ ერთი პარტიის „ტროლები“ მეორე პარტიის „ტროლებს“ აგინებენ. ვინც “ფეისბუქის” გამოცდილი მომხმარებელია, „ტროლების“ კომენტარებს სერიოზულად არ აღიქვმს. ასეთი კულტურაა ჩვენს პოლიტიკაში”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.