რომან გოცირიძე დმანისის ინციდენტზე: წინასაარჩევნოდ დააკავებენ დამნაშავეს და შემდეგ გამოუშვებენ

270

ის, რაც დმანისში მოხდა, ხდებოდა ყოველთვის, ყოველ წელიწადს ამ 9 წლის განმავლობაში, როდესაც არჩევნები ტარდებოდა, – ამის შესახებ რომან გოცირიძემ განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიიჩნევს, რომ ინციდენტში დამნაშავე გათავისუფლდება.

„ამ 9 წლის განმავლობაში, ვინმე გინახავთ სასჯელმისჯილი და დაპატიმრებული? ახლა წინასაარჩევნოდ დააკავებენ ამ ვიღაც ნაძირალა დამნაშავეს, რომელმაც დაასახიჩრა ადამიანები და შემდეგ გამოუშვებენ“, – აღნიშნავს გოცირიძე.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს. ამასთან, „ქართული ოცნების“ დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა მიხეილ დაუთაშვილმა განაცხადა, რომ მის შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს.