მომავლ წელს მარნეულში 27 გზის და 2 ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება

311

მარნეულის მერია 2021-2022 წლების განმავლობაში ადგილობრივი მიშვნელობის საავტომობილო გზების და სახიდე გადასასვლელების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაობს გეგმავს. საპროეტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესასყიდად ადგილობრივმა თვითმმართველობამ 308 500 ლარიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მზარნეული ავრცელებს.

დოკუმენტაციის თანახმად, აღნიშნული წლების განმავლობაში, სულ 27 სოფელშია დაგეგმილია შიდა ან ცენტრალური გზის რეაბილიტაცია.

კაჩაგანის შიდა გზების მოასფალტება
კაპანახჩის შიდა გზების მოასფალტება
თამარისის შიდა გზების მოასფალტება
ბეგლიარის შიდა გზების მოასფალტება
მარადისის შიდა გზის მოასფალტება
შაუმიანის შიდა გზის მოასფალტება
ახლომახმუდლოს შიდა გზის მოასფალტება
ენიქენდის შიდა გზის მოასფალტება
ხოხმელის შიდა გზის მოასფალტება
ოფრეთის გზა
სეიდიგოჯალოსნ გზა
ქუთლიარის გზა
ლეჟბადინის გზა
ხანჯიგაზლოსა გზა
ახკერპში რკ/ბეტონის გზა
წითელი სოფლის გზა
ახლოლალოს გზა
ზემო სარალი გზა
შულავერში აგარაკების დასახლების გზა
ქვემო სარალის გზა
მოლაოღლის გზა
კასუმლოსს გზა
დიდი მუღანლოს გზა
ბაიდარის გზა
ხიხანის შიდა გზა
ცოფის მისასვლელი გზა
სიონის დაწერაქვის შიდა გზები.
როგორც რადიო „მარნეულს“ მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვუგარ მამედოვმა განუცხადა, ამ ეტაპზე მხოლოდ პროექტებს შეიძენენ, სამუშაოებს კი მომავალი წლის პრიორიტეტების დოკუმენტში გაითვალისწინებენ.

„ 2 აგვისტომდე, ანუ არჩევნებამდე 60 დღით ადრე, ჩვენ ბიუჯეტში შეტანილი გვქონდა ცვლილება და ახლა გამოვაცხადეთ ტენდერი. ეს არის რამდენიმე სოფელში გზების და მარნეულში ორი ხიდის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა. მომავალი წლის პრიორიტეტის დოკუმენტში იქნება გათვალისწინებული“

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაა დაგეგმილი ქალაქ მარნეულში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ალგეთზე არსებულ საავტომობილო ხიდზე. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, აღნიშნული ხიდი მოსახლეობის მიერ თვითენბურად არის აშენებული და ვერ აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედი სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებულ სტანდარტებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება ასევე ქალაქ მარნეულში არსებულ დურმიშხან მაღალაშვილის ხიდსაც.

მერიის მიერ, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 25 სექტემბრიდან 28 სექტემბრამდე პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები მუნიციპალიტეტს 90 კალენდარულ დღეში ჩააბაროს.