ჯერჯერობით ნებაყოფლობითია კოვიდის საწინააღმდეგო აცრები - ჩემი პირადი პოზიციაა, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის კოვიდსაწინააღმდეგო აცრა, უნდა იყოს სავალდებულო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ მე რამდენჯერმე ჩემი პირადი პოზიცია გავამჟღავნე, რა თქმა უნდა, ვემხრობი, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის კოვიდსაწინააღმდეგო აცრა უნდა იყოს სავალდებულო. კერძოდ, ორ ჯგუფისთვის: ესენი არიან სამედიცინო პერსონალი, თუმცა, დღეს ექიმებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს აცრის, - 78% ერთჯერადით და...
წინა სტატია შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. შეგახსენებთ: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს აქვეყნებს და აცხადებს, ბათუმში იმყოფება. „ეს არის ბათუმი. 2 ოქტომბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მივცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ და არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას. აქ უნდა ყოფილიყო ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს. ხომ ხედავთ, ყველაფერი გავრისკე....
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ფეისბუკზე წერს, რომ უკვე საქართველოშია. მიხეილ სააკაშვილმა ჩამოსვლის შესახებ რამდენიმე წუთის წინ დაწერა. "დილა მშვიდობისა, საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ", - წერს სააკაშვილი. ამის შემდეგ კი ვიდეოც გამოაქვეყნა. როგორც სააკაშვილი ვიდეომიმართვაში განმარტავს, ბათუმში იმყოფება. „ეს არის ბათუმი. 2 ოქტომბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მივცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ და არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას. აქ უნდა ყოფილიყო ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც...
მოსყიდვის ფაქტები მნიშვნელოვნად აზიანებს საარჩევნო პროცესს - მნიშვნელობა არ აქვს ვინ ვინ მოისყიდა, ერთხელ და სამუდამოდ ასეთი ტიპის ფაქტები უნდა აღმოიფხვრას, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია არ წარმოადგენს იმ უფლებამოსილ პირს, რომელსაც შეუძლია მოსყიდვის ფაქტების დადგენა. ეს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების უფლებამოსილების საკითხია. „მოსყიდვის ფაქტები მნიშვნელოვნად აზიანებს საარჩევნო პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ ეს საარჩევნო ადმინისტრაციის...
100- მეტრიანი რადიუსის გარეთ აგიტაცია აკრძალული არ არის, ადამიანს შეუძლია საკუთარი პარტიის მაისურით იაროს, ვიღაცას მოუწოდოს მხარდაჭერისკენ, - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. მამუკა მდინარაძე მედიას მოუწოდებს ნუ შექმნიან პროვოკაციულ ფონს, თითქოს ეს აკრძალულია. ,,მოვუწოდებ ყველა ტელევიზიას და მედიის წარმომადგენლებს, 100 მეტრიანი რადიუსის იქით, ნუ შექმნიან პროვოკაციულ ფონს და ნუ დაუწყებენ დევნას, თუკი ვინმე იქნება, მაგალითად, „ქართული ოცნების“ თუ...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი როვშან ისკანდაროვი სცემეს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მათი მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლაშა ქველაძემ სცემა. "ნაციონალურმა მოძრაობამ მორიგი პროვოკაციები დაიწყო. ,,ნაციონალური მოძრაობის" სიის მეორე ნომერმა ლაშა ქველაძემ დღეს სხეულის დაზიანება მიაყენა ჩვენი პარტიიდან მაჟორიტარობის კანდიდატს სადახლოში, რომელმაც კანონის ფარგლებში მოუწოდა მას, რომ საღებავებით...
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ოპოზიციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე, ასევე სოფელ ძიმითში მაჟორიტარობის კანდიდატი რეგისტრაციიდან არ მოხსნა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. "ენმ" მათ ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებდა და ამბობდნენ, რომ ხმების სანაცვლოდ მაჟორიტარობის კანდიდატმა ტიტე მგელაძემ ადგილობრივებს წყლის რეზერვუარები უსასყიდლოდ გადასცა. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ოპოზიციამ გააპროტესტა. მერობის კანდიდატი ირაკლი ღლონტი მოსამართლესთან შეხვედრას მოითხოვდა, თუმცა, მანდატურებმა ამის უფლება არ მისცეს,...
ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა მარნეულშიც, სადაც მერიის წარმომადგენლები მოსახლეობას საკვებ პროდუქტს ურიგებენ. პროდუქტებს შორისაა მაკარონი, საპონი, ზეთი და სხვა საყოფაცხოვრებო საკვები. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მოსყიდვის პროცესში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წევრები პირადად არიან ჩართული, მოსახლეობა კი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ ამ პროდუქტის აღება უწევთ.
წინა სტატია მაყვალა ანთია, რომელიც ოპოზიციის მხარდამჭერებს წინასაარჩევნოდ პირადობის მოწმობას ართმევდა, ადასტურებს რომ მან მმართველი გუნდიდან დახმარების დაპირება მიიღო. ანთია "მთავარ არხთან" განმარტავს, რომ მას პატიმარი შვილი ჰყავს, რამდენიმე დღის წინ, კი მისთვის უცნობი პირი, მას ოპოზიციური მხარდამჭერებისთვის პირადობის ჩამორთმევის სანაცვლოდ, დახმარებას დაჰპირდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, პირი, რომელიც მასთან იმყოფებოდა ზუგდიდში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, მამუკა წოწერიას ახლობელია. ციხეში მყავს შვილი და იმის...
აჭარის უმაღლეს საბჭოში "ქართული ოცნების" წევრი ტიტე აროშიძე აცხადებს, რომ 2 ოქტომბერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბათუმში 20 უბანზე არჩევნების ჩაშლას გეგმავს. მისი თქმით, ოპოზიცია ბინძური მეთოდებით იბრძვის. "თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი დღე დარჩა. წინასაარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში ჩატარდა. ჩვენ ვაპირებთ, რომ არჩევნების დღეს სიმშვიდე იყოს, მობილიზებულია როგორც ამომრჩეველთა მხრივ ასევე, მთლიანად კომისიები, რომ მშვიდად და დემოკრატიულად არჩევნები ჩატარდეს. დაზუსტებული ინფორმაციით, არის უბნები, სადაც...
წინა სტატია ზუგდიდის მერიაში დანიშნულების ადგილის მართვის აღმასრულებელი დირექტორის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ. მერის მოვალეობის შემსრულებლის კონსტანტინე კაკავას თქმით, მისთვის გაუგებარია ლევან წულაიას გადაწყვეტილება. მისი მტკიცებით დმო-ს ხელმძღვანელთან საკადრო ცვლილებებთან ან პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებული კომუნიკაცია არც მას, არც სახელმწიფო რწმუნებულს არც ჰქონია. "ჩემთვის არის გაუგებარი რა ნაბიჯი გადადგა ამ ადამიანმა. ხელშეკრულების ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე გააკეთა ეს განცხადება. მოტივი და მიზანი ამ...
video
შემდეგი სტატია სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან წულაია დაკავებულ თანამდებობას ტოვებს და მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს. როგორც მან გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უთხრა, მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ პოსტი დატოვა, მას მაღალი თანამდებობის პირებმა დმო-ს დატოვებისკენ მოუწოდეს, რასაც წულაიას თქმით, ის არ დათანხმდა. ის მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდისთვის მისი აღნიშნულ პოზიციაზე...
ქუთაისის მერია " საპილოტე რეგიონების განვითარების საგრანტე კონკურსის ფარგლებში" 14 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. აღმასრულებელმა საკრებულოს პროექტების ჩამონათვალი უკვე წარუდგინა.  შემდგომი ეტაპი მათი სამთავრობო კომისიისთვის წარდგენაა. "ახლა ეს იდეეები უნდა  დაამტკიცოს სამთავრობო კომისიამ და უკვე მიმდინარე წლიდან დაიწყება მათზე  მუშაობა. შინაარსობრივად გავლილი გვაქვს ეს თემები და მათგან მზაობა არის, რომ ჩვენი მხრიდან სწორად წარდგენის შემთხვევაში, დამტკიცდება", -...
წინა სტატია შემდეგი სტატია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევასთან დაკავშირებით ენმ-ის მიერ დღეს გასაჯაროებულ ვიდეომასალას ეხმაურებიან. მმართველი პარტიის წარმომადგენლები თვლიან, რომ პროვოკაცია თავად ოპოზიციური პარტიის მიერაა მოწყობილი, რადგან, კადრებში ასახული პირები „ქართული ოცნების" მხარდამჭერები არ არიან. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს. „მათ მიერ ნახსენები ადამიანები არ არიან არც ქართული ოცნების წევრები, მეტიც არ არიან ჩართული არც საშტაბო და არც...
video
შემდეგი სტატია "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაასაჯაროვა ვიდეო, რომლის თანახმადაც, მათი მტკიცებით, ზუგდიდის სოფელ რიყეში, ენმ-ის 30 ამომრჩეველს, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა პირადობის მოწმობები გამოართვეს. ვიდეოკადრებში ჩანს ვინმე მაყვალა ანთია, რომელსაც ხელში მოქალაქეთა პირადობები უჭირავს. მას კი პარლამენტარი ანა წითლიძე ესაუბრება და უხსნის, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.  წითლიძის განმარტებით, მაყვალა ანთიასთან ერთად, ამ პროცესში ჩართულია ზუგდიდის თეატრის მსახიობი მერაბ კაკალია....
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, ყოფილი მუზეუმის შენობის ადგილას, რეკრეაციული ზონის მოწყობა იგეგმება. აღნიშნული ინიციატივით ქუთაისის  მერია გამოდის. "დაგეგმილია ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, კომერციულად არასაინტერესო, უსახური ობიექტის დემონტაჟი და მის სანაცვლოდ სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტის ფუნქციური ტერასული სივრცის შექმნა. ახალი სკვერი ქალაქის ცენტრში  ახალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი იქნება, სადაც უკეთესად მოხდება  ქალაქის წარმოჩენა და პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე", - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე  ქალაქის მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ.   მისი თქმით,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ