ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, ყოფილი მუზეუმის შენობის ადგილას, რეკრეაციული ზონის მოწყობა იგეგმება. აღნიშნული ინიციატივით ქუთაისის მერია გამოდის.
მისი თქმით, მანამდე ყოფილი მუზეუმის შენობა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება, ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე უნდა გადავიდეს.
ქალაქის ცენტრალური მოედნის კეთილმოწყობა ერთ-ერთია იმ 14 იდეა/პროექტს შორის, რომელსაც ქალაქის ხელისუფლება მომდევნო კვირას “საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ საგრანტო
კონკურსზე” შესაბამის კომისიას წარუდგენს. გრანტის ჯამური ღირებულება 25 მილიონ ლარს შეადგენს.
მერიაში განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მათ მიერ წარდგენილი პროექტები დამტკიცდება, მიმდინარე წელს ტენდერები გამოცხადდება, ხოლო სამუშაოები სრულად 2022 წელს იქნება დასრულებული.