ცესკო-ს თავმდჯომარე: მოსყიდვის ფაქტები მნიშვნელოვნად აზიანებს საარჩევნო პროცესს

523

მოსყიდვის ფაქტები მნიშვნელოვნად აზიანებს საარჩევნო პროცესს – მნიშვნელობა არ აქვს ვინ ვინ მოისყიდა, ერთხელ და სამუდამოდ ასეთი ტიპის ფაქტები უნდა აღმოიფხვრას, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია არ წარმოადგენს იმ უფლებამოსილ პირს, რომელსაც შეუძლია მოსყიდვის ფაქტების დადგენა.

ეს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების უფლებამოსილების საკითხია.

„მოსყიდვის ფაქტები მნიშვნელოვნად აზიანებს საარჩევნო პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ ეს საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხი არ არის. მეორე არის ის, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არ წარმოადგენს იმ უფლებამოსილ პირს, რომელსაც შეუძლია მოსყიდვის ფაქტების დადგენა. ეს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების უფლებამოსილების საკითხია. თუ ასეთი ფაქტები არსებობს, თქვენ, ან პირველწყაროს აქვს, კარგი იქნება, თუ იარსებებს დადასტურებული ფაქტები. მნიშვნელობა არ აქვს ვინ ვინ მოისყიდა, რომელმა მხარემ, რომელი მხარე. თუ დადასტურებული ფაქტები არსებობს, ჩემი თხოვნაა, ვთხოვოთ იმ წყაროს მიმართოს შესაბამის ორგანოს. ერთხელ და სამუდამოდ ასეთი ტიპის ფაქტები უნდა აღმოიფხვრას. მოსყიდვას თავისი კვალიფიკაცია აქვს. თუ ეს საარჩევნო სუბიექტის მხრიდან ხდება, გარკვეული სანქციაა გათვალისწინებული. თუ ეს ხდება სხვა პირთა მხრიდან, ბუნებრივია შესაბამისი კანონმდებლობით რეგულირდება ეს საკითხები“, – აღნიშნავს კალანდარიშვილი.