ტიტე აროშიძე: ცნობილია ბათუმში 20 უბანი, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციას გეგმავს

261

აჭარის უმაღლეს საბჭოში “ქართული ოცნების” წევრი ტიტე აროშიძე აცხადებს, რომ 2 ოქტომბერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ბათუმში 20 უბანზე არჩევნების ჩაშლას გეგმავს.

მისი თქმით, ოპოზიცია ბინძური მეთოდებით იბრძვის. “თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი დღე დარჩა. წინასაარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში ჩატარდა.

ჩვენ ვაპირებთ, რომ არჩევნების დღეს სიმშვიდე იყოს, მობილიზებულია როგორც ამომრჩეველთა მხრივ ასევე, მთლიანად კომისიები, რომ მშვიდად და დემოკრატიულად არჩევნები ჩატარდეს. დაზუსტებული ინფორმაციით, არის უბნები, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ბინძურ მეთოდებს იყენებს.

გვაქვს ინფორმაცია, რომელ უბნებზე გეგმავენ პროვოკაციას ესენია: 22, 32,34,36,38,42,11,15,17,19 23,21, 61,62, 64, 74, 72,20,28, 27, 102-ე და 103-ე. მინდა მოვუწოდო ყველას, რომ ჩვენ მობილიზებული ვართ, ამ ოცივე უბანზე და 103-ე უბანზე არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს. არჩევნების დღეს პროვოკაციების მოწყობა და უბნების ჩაშლა კანონმდებლობით დანაშაულია, მათ შესაბამისი პასუხი გაეცემა” , – განაცხადა ტიტე აროშიძემ.