მდინარაძე: 100 მეტრის რადიუსის გარეთ ადამიანს შეუძლია საკუთარი პარტიის მაისურით იაროს, მოუწოდოს მხარდაჭერისკენ, მოვუწოდებ მედიის წარმომადგენლებს, ნუ შექმნიან პროვოკაციულ ფონს

321

100- მეტრიანი რადიუსის გარეთ აგიტაცია აკრძალული არ არის, ადამიანს შეუძლია საკუთარი პარტიის მაისურით იაროს, ვიღაცას მოუწოდოს მხარდაჭერისკენ, – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე მედიას მოუწოდებს ნუ შექმნიან პროვოკაციულ ფონს, თითქოს ეს აკრძალულია.

,,მოვუწოდებ ყველა ტელევიზიას და მედიის წარმომადგენლებს, 100 მეტრიანი რადიუსის იქით, ნუ შექმნიან პროვოკაციულ ფონს და ნუ დაუწყებენ დევნას, თუკი ვინმე იქნება, მაგალითად, „ქართული ოცნების“ თუ სხვა პარტიის წარმომადგენელი, ვისაც შესაძლოა მაისური ეცვას, ან ვიღაცას ხვდებოდეს. მათ კანონით ამის უფლება აქვთ. მოგიწოდებთ, აქედან ნუ შექმნით პროვოკაციულ ფონს. მგონია, რომ ვიღაცები ამას აპირებენ, მაგრამ ეს კანონით აკრძალული არ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მისი განმარტებით, 100 მეტრიანი რადიუსის შიგნით იკრძალება პრაქტიკულად ყველაფერი.

„100-მეტრიანი რადიუსის შიგნით იკრძალება პრაქტიკულად ყველაფერი – აგიტაცია, ე.წ ამომრჩევლის აღრიცხვა, რა დროსაც პარტიები თავისი მხარდამჭერების მობილიზებას ახდენენ. საარჩევნო რეფორმის ფარგლებში 100 მ. რადიუსის მკაფიო დეფინიცია შევქმენით, რომელიც აზღვევს ბევრ რისკს და მანიპულირების თეორიულ შანსებსაც კი გამორიცხავს ‘’ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.