„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლის, ანა ბერიძის განცხადებით, მარნეულის მე-13 საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელს აქვს ადგილი. ბერიძის თქმითვე, აღნიშნული უბნის გაუქმება საოლქო კომისიამ უნდა განიხილოს. „საარჩევნო უბანზე დამკვირვებელმა, რომელსაც ხმის მიცემის უფლება ერთხელ ჰქონდა, მოახერხა და ხმა ორჯერ მისცა, მესამედაც ცდილობდა ხმის მიცემას, თუმცა, სხვა დამკვირვებელი, თავმჯდომარე ჩაერია. ამის შემდეგ ეს ადამიანი ცდილობდა სხვა ადამიანები მოეყვანა, რომლებიც ამ უბანზე რეგისტრირებული არ იყვნენ,...
ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს მიმართავს, ნუ დაარღვევენ კანონს და ერთ ამომრჩეველზე მეტს საარჩევნო კაბინაში ნუ შეუშვებენ, თუ ამის განსაკუთრებული საჭიროება არ დგას. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რამდენიმე უბანზე კაბინაში ერთზე მეტი ამომრჩეველი დაფიქსირდა. „კანონმდებლობის შესაბამისად, ამომრჩეველი ხმას აძლევს ხმის მიცემის კაბინაში დამოუკიდებლად. იმ შემთხვევაში, თუ მას...
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" განცხადებით, ზუგდიდის 90-ე საარჩევნო უბნიდან გამოაძევეს მისი ორი დამკვრვებელი. "დამკვირვებელმა გვითხრა რომ თითქოს რომ მოტივით გამოაგდეს, რომ რეგისტრატორს ხელს უშლიდა საკუთარი უფლებამისლების შესრულებაში. დამკვირვებელს აქვს უფლება აწარმოოს მონიტორინგი, თუ რამდენად ჯეროვნად ასრულებს რეგისტრატორი საკუთარ უფლებამოსილებას, ამის მერე მე შევედი უბანზე, გავაგრძელე უბნის მონიტორინგი, რა დროსაც ნაკადის მომწესრიგებელმა ულტრაიისფერი დანათების გარეშე, კანონდარღვევით შემოუშვა ადამიანი, რაზეც მოვახდინე რეაგირება...
ფოთში, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ჟანა ჩაჩავამ ფოთის პოლიციის სამმართველოს საჩივრით მიმართა. როგორც ჩაჩავა აცხადებს, “ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა იძალადეს და მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი ძალის გამოყენებით წაართვეს. მისივე თქმით, ეს იმ დროს მოხდა, როცა მაჟორიტარობის კანდიდატი ერთ-ერთ უბანზე მივიდა და დაინტერესდა, თუ რა სიებს აკონტროლებდნენ სამარშუტო ტაქსებში მობილიზებული ადამიანები. ოპოზიცია ფაქტზე დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს. ,,გავჩერდი იქ სადაც სამარშუტო ტაქსი იდგა,...
ელენე ხოშტარია, რომელიც უბანზე საჩივრის დაწერის უფლების მინიჭებას ითხოვდა, არაუფლებამოსილი პირია - როცა არაუფლებამოსილი პირი შედის უბანზე, აფიქსირებს პრეტენზიებს, ეს არის ცალსახა დასტური, რომ მას აქვს განზრახვა, არიოს, ჩაშალოს უბნები,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში დარღვევებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საჩივარი უფლებამოსილმა პირმა უნდა დაწეროს. „მე ვნახე კადრები, სადაც ელენე ხოშტარია, რომელიც, როგორც ვიცი არ არის უფლებამოსილი პირი,...
„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ სცენისა და მონიტორის მონტაჟი მიმდინარეობს. ტრადიციისამებრ, არჩევნების დღეს, სახელისუფლო პარტიის ლიდერები საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად ოფისის წინ დადგმულ მონიტორზე ისმენენ არჩევნების წინასწარ შედეგებს. ე.წ. ეგზიტპოლები 20:00 საათიდან, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამოქვეყნდება.
თელაველმა არჩილ მჭედლიშვილმა, რომელმაც 2017 წელს თელავისთვის თვითმმართველის სტატუსის წართმევის გამო, პროტესტის ნიშნად არჩევნებზე "ცხვარი" დაარეგისტრირა და მოქალაქეებს მოუწოდებდა, ხმა სწორედ "ცხვრისთვის" მეცათ, 4 წლის შემდეგაც, ისევ პროტესტის ნიშნად, კვლავ "ცხვარს" მისცა ხმა. "თელავი უნდა იყოს თვითმმართველი ქალაქი" - მიაწერა მჭედლიშვილმა პროპორციულ, მაჟორიტარულ და მერობის კანდიდატთა საარჩევნო ბიულეტენებს, გადახაზა ყველა საარჩევნო კანდიდატი და საკუთარი კანდიდატი - "ცხვარი" შემოხაზა. "რა თქმა უნდა,...
ფოთში მე -15 უბანზე გადასატანი ყუთის მონაცემების გაბათილებას ითხოვს. გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლის თქმით, უბანზე გასატანი ყუთი დაულუქავ მდგომარეობაში შეიტანეს, რაც კანონდარღვევაა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაიწერა საჩივარი. „გადასატანი ყუთი შემოვიდა დაულუქავ მდგომარეობაში, რაც არის დარღვევა. ამაზე რეაგირება, რა თქმა უნდა, არავის არ ჰქონდა. დავწერეთ საჩივარი. ამ ყუთში მოთავსებული შედეგების გაბათილებას ვითხოვთ. უბნის თავმჯდომარე წინააღმდეგი იყო, რომ საჩივარი დაგვეწერა, მერე რა მოხდაო...
ზუგდიდის #19 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე იმყოფებოდა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსიც. დაპირისპირება ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გამოჩენამ გამოიწვია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის ნენე დალაქიშვილის ინფორმაციით, ქალები მანქანიდან ბენზინის ტალონებს არიგებდნენ და მათ სამაგიდო სიები ჰქონდათ. ნენე დალაქიშვილი პოლიციისგან შესაბამის რეაგირებას ითხოვდა, რამაც ადგილზე მყოფი სხვა მოქალაქეები გააღიზიანა. სიტყვიერი დაპირისპირება საბოლოო ჯამში...
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდის რეგიონში საარჩევნო უბნებზე მასობრივად ხდება საარჩევნო ბიულეტენების გაფუჭება და „ქართული ოცნების” აქტივისტები, რომლებიც არჩევნებზე დამკვირვებლებად არიან დარეგისტრირებული, უბნიდან 100 - მეტრიანი რადიუსის შიგნით ახორციელებენ აგიტაციას. მისივე განცხადებით, მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხორციელდება ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა. „ჩვენი ინფორმაციით, მასობრივად ხდება ბიულეტენების გაფუჭება, როდესაც ბეჭედს არ ურტყამენ ბიულეტენს და ხელს არ აწერენ. ასევე, აძლევენ გადახეულ ბიულეტენებს ამომრჩეველს, რომლებზეც...
ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების პროცესში ჩართულ მხარეებს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცედურებს შეახსენებს. როგორც ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგების პირველად მონაცემებს მას შემდეგ გამოაცხადებს, როდესაც ცესკოში შესული იქნება ოქმების ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც საჭიროა კენჭისყრის წინასწარი შედეგების გამოსაცხადებლად. „საარჩევნო უბნები კანონმდებლობის თანახმად 20:00 საათზე დაიხურება. რის შემდეგაც წილისყრით გამოვლინდებიან მთვლელები, კომისიის წევრები დაითვლიან ხელმოწერების...
მმართველი პარტიისთვის უკვე ტრადიციად ქცეული კოორდინატორების სრული ჩართულობით მიმდინარეობს არჩევნები კახეთში - "მთავარი არხის" გადამღებმა ჯგუფმა საარჩევნო უბნებთან "ქართული ოცნების" კოორდინატორები სიებით ხელში დააფიქსირა. ისინი არჩევნებზე მისულ ადამიანებს აღრიცხავდნენ, თუმცა მედიის გამოჩენის შემდეგ, სიები ავტომობილში დამალეს და თქვეს, რომ ფურცელზე "ნამცხვრების რეცეფტები უწერიათ". "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ყველა დარღვევაზე ოფიციალური საჩივრით საარჩევნო კომისიას მიმართავენ. "თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შეინიშნება კანონდარღვევა, რაც განისაზღვრება იმით, რომ...
ვაკის საარჩევნო ოლქის მე-4 უბანზე ბიულეტენებთან დაკავშირებით დაფიქსირებული ხარვეზი აღმოფხვრილია და კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ უბანზე ბიულეტენები ჩანაცვლდა. ამასთან, ცესკოს სპიკერმა განმარტა, იმ შემთხვევაში თუ ბიულეტენი დაზიანებულია, არ ჩანს შესაბამისი რეკვიზიტები, რომელიც მასზეა დატანილი, მიმართონ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვონ ახალი ბიულეტენი. ასევე, მისივე ინფორმაციით, დაინტერესებული პირები დღის განმავლობაში მანიპულირებენ ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მირდატ ქამადაძის განცხადებით, ბათუმში საარჩევნო უბნებზე 56-მდე საჩივარი დაწერეს. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ერთ-ერთ უბანზე სიებს ითხოვდა. ამასთან, მირდატ ქამადაძის თქმით, "კარუსელის" დატრიალების მცდელობა შენიშნეს. "გამოვლენილია სხვადასხვა ხასიათის დარღვევები, მე-14 უბანზე მარკირების სითხე უხარისხოა, ამ უბანზე ფაქტობრივად მარკირება არ მიმდინარეობს. 37-ე უბანზე შსს-ს თანამშრომელი მიხეილ გეგუჩაძე შეხვდა კომისიის თავმჯდომარე ხათუნა ბერაძეს და მან, ყოველი საათისთვის...
ფოთში თვითმმართველობის არჩევნები დარღვევების ფონზე მიმდინარეობს, - ამის შესახებ ოპოზიციის შეთანხმებული მერობის კანდიდატის გიგი უგულავას შტაბის ხელმძღვანელმა ლევან თარხნიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ყველა უბანთან მობილიზებულები არიან აგიტატორები და დარღვეულია 100- მეტრიანი რადიუსის ვალდებულება. თარხნიშვილი შესაბამის ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს. „უნდა ვისაუბრო იმ დარღვევებზე, რომელიც აქამდე მოხდა ფოთში. პირველი - ორი უბანი გაიხსნა დაგვიანებით. მეორე, ახალი რეგულაციის მიხედვით, 100 მეტრის რადიუსში, არ უნდა იყოს გარე...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ორგანიზაციის სტატიკური დამკვირვებლები არიან წარმოდგენილნი, დროულად გაიხსნა. ამის შესახებ საარჩევნო მედიაცენტრში "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განაცხადა. ორგანიზაციის მიერ დაფიქსირდა 100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა, რომელზეც დამკვირვებლებმა დაწერეს 14 საჩივარი. "მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები: სავარაუდო „კარუსელი” #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #13 უბანზე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ