„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლის, ანა ბერიძის განცხადებით, მარნეულის მე-13 საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელს აქვს ადგილი. ბერიძის თქმითვე, აღნიშნული უბნის გაუქმება საოლქო კომისიამ უნდა განიხილოს.
„საარჩევნო უბანზე დამკვირვებელმა, რომელსაც ხმის მიცემის უფლება ერთხელ ჰქონდა, მოახერხა და ხმა ორჯერ მისცა, მესამედაც ცდილობდა ხმის მიცემას, თუმცა, სხვა დამკვირვებელი, თავმჯდომარე ჩაერია. ამის შემდეგ ეს ადამიანი ცდილობდა სხვა ადამიანები მოეყვანა, რომლებიც ამ უბანზე რეგისტრირებული არ იყვნენ, ეს ფაქტი აღმოვფხვერით. ამასთან დაკავშირებით საჩივარიც დავწერეთ. იგივე ფაქტზე მესამე საჩივრის დაწერას ვაპირებთ, სავარაუდოდ, საოლქოში განიხილავენ უბნის დახურვაზე”, – განაცხადა ბერიძემ.
ე.წ. კარუსელს უარყოფს მე-13 უბნის თავმჯდომარე და აღნიშნავს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
სიტუაციას ეცნობა მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ანა ილურიძე.